Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურომ, თურქეთის შეიარაღებული ძალების კიბერთავდაცვის სარდლობის წარმომადგენლებს უმასპინძლა

მარშალ პრესი 02/04/2026
908

თურქეთის კიბერთავდაცვის სარდლობის მეთაურს, პოლკოვნიკ მეთინ დურმაზსა და კიბერმხარდაჭერის ბატალიონის მეთაურს, მაიორ ჩაღრი ქაიოღლუს, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ირაკლი ჭიჭინაძე და კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი ლუკა მგელაძე შეხვდნენ.

შეხვედრის დროს, ქართულმა მხარემ თურქეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებს კიბერუსაფრთხოების ბიუროს მისია და საქმიანობა გააცნო. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კიბერთავდაცვის მიმართულებით არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. აღინიშნა კიბერუსაფრთხოების სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივ სწავლებებში მონაწილეობის მნიშვნელობა. მხარეებმა ასევე განიხილეს კიბერსივრცის, როგორც ოპერატიული განზომილების მნიშვნელობა და შეთანხმდნენ თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე.

ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების კიბერთავდაცვის სარდლობის წარმომადგენლები და თურქეთის სამხედრო ატაშე საქართველოში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრშიც (JTEC) იმყოფებოდნენ, სადაც ცენტრის შესაძლებლობებს გაეცნენ და ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

Post navigation

Previous: სლოვაკეთი ყოველთვის იყო და კვლავაც რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად
Next: გია აბაშიძე: ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ, სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა – ავაზაკების კრიტიკა ერთია, მაგრამ ყველა ნაცკრიმინალმა უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.