Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა

მარშალ პრესი 02/04/2026
656

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, პეტერ პელეგრინისთან დელეგაციების მონაწილეობით გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ორმხრივი, მათ შორის, დარგობრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მათი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური ურთიერთობის განმტკიცების მნიშვნელობაზე, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობასა და ხალხთაშორისი ურთიერთობის წახალისებაზე.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ დღევანდელ რთულ და სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გლობალური დაკავშირებადობა და საქართველოს, როგორც შუა დერეფნის საკვანძო რგოლის მზარდი როლი. ასევე აღინიშნა, რომ საქართველო მიესალმება სლოვაკეთის ინტერესს რეგიონის პოტენციალის მიმართ და გამოითქვა მზაობა მჭიდრო ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სლოვაკეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს და კვლევით ინსტიტუტებს შორის მჭიდრო კონტაქტების წახალისებისა და ხელშეწყობის მნიშვნელობაზე, მათ შორის, როგორც გაცვლითი და ერთობლივი პროგრამების, ისე სამეცნიერო კვლევების თვალსაზრისით.

საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრას საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქვაჩაკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Post navigation

Previous: საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, პეტერ პელეგრინისთან პირისპირ შეხვედრა გამართა
Next: დავით ქართველიშვილი: ტრამპი მსოფლიოს სთავაზობს არა პარტნიორობას, არამედ სატრანზაქციო საკონტრაქტო გარიგებას – გადაიხდი – იქნები დაცული, არ გადაიხდი – დარჩები მარტო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.