Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მოვუწოდებ ხელისუფლებას, პასუხი აგებინოს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მოიგონა ბინძური ტყუილი ძაღლების განადგურებაზე

მარშალ პრესი 02/04/2026
tamta megrelishvili

ეს აჟიოტაჟი გადაივლის აუცილებლად, მაგრამ მოვუწოდებ ხელისუფლებას – სათითაოდ დააიდენტიფიციროს და პასუხი აგებინოს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მოიგონა და გაავრცელა ბინძური ტყუილი ძაღლების დაწვასა და განადგურებაზე, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი წერს სოციალურ ქსელში.

მეგრელიშვილის განცხადებით, მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი რადიკალური ოპოზიციის მიერ არის დაკვეთილი და აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად “ნაცმოძრაობის” წევრის, ლევან სანიკიძის სტატუსს აზიარებს, სადაც ის კაციჭამიების მიერ უმწეო ცხოველების ჭამაზე საუბრობს.

“ეს აჟიოტაჟი გადაივლის აუცილებლად, მაგრამ მოვუწოდებ ხელისუფლებას – სათითაოდ დააიდენტიფიციროს და პასუხი აგებინოს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მოიგონა და გაავრცელა ბინძური ტყუილი ძაღლების დაწვასა და განადგურებაზე.

ახლა ხომ ხედავთ, ვისი დაგეგმილი და დაფინანსებულია ეს კამპანია?
ხომ აღარ გეპარებათ ეჭვი, რომ ძაღლების აჟიოტაჟი რადიკალურმა პოლიტიკურმა ძალებმა დაუკვეთეს, რომ შემდეგ თავადაც მოეთბოთ ხელი?”- წერს თამთა მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: რატომ უნდა გამიხარდეს ელენე ხოშტარიას დაკავება? ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ და ჩვენს გადაწყვეტილებებსა და ქმედებებზე თავადვე ვართ პასუხისმგებლები
Next: ამ ნამუსგარეცხილი გიგი უგულავას მერობის დროს დაიწყო სწორედ ძაღლების მაშებით ხოცვა და ბეიკერის ორმოებში ჩაკვლა – თიკო კვალიაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.