Skip to content
19/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ამბობს, რომ სიმართლე არ არის, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ

მარშალ პრესი 01/04/2026
simon guledani

გავრცელებული ინფორმაცია ცხოველთა ცოცხლად დაწვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, მსგავსი ტიპის დეზინფორმაცია მიზანმიმართულად გამოიყენება საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადასაყვანად, – განაცხადა შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა.

სახელმწიფო რწმუნებულის შეფასებით, ცრუ ინფორმაციის გავრცელება მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

„მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა და არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომელიც კანონმდებლობის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. ცხოველთა ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში ყველა პროცედურა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. თავშესაფარში მიმდინარეობს ცხოველთა დაჩიპვა, კასტრაცია და შემდგომ მათი ბუნებრივ გარემოში დაბრუნება, რაც საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად რეგულირდება. ვრცელდება დეზინფორმაცია, რომელიც მიზანმიმართულად გამოიყენება საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადასაყვანად. მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს, არ აჰყვნენ დაუზუსტებელ ინფორმაციას. თავშესაფარში მიმდინარე პროცესები სრულად შეესაბამება კანონით განსაზღვრულ სტანდარტებს“, – აღნიშნა სიმონ გულედანმა.

Post navigation

Previous: მედია: Hyundai HD-ს რუსეთში სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია სურს
Next: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.