Skip to content
19/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

მარშალ პრესი 01/04/2026
kobakhidze
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელს ალეხანდრო ჰაიდენბერგს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და IMF-ის  მხარდაჭერას,  მათ შორის ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების მიმართულებით.
საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკური ზრდის დინამიკას. აღინიშნა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ქვეყნის საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9.3%-ია და ეს ტენდენცია მიმდინარე წელსაც გრძელდება.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაზე, სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებასა და სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, რომელთა შორისაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.
ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების კომპლექსურ რეფორმაზე, რომლის შედეგადაც დაზოგილი ათობით მილიონი ლარი სექტორის განვითარებაში იქნება ინვესტირებული.
შეხვედრას  საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ენდრიუ ჯუელი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

Post navigation

Previous: „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: „დიფ სთეითმა“ საქართველოსთან მიმართებით მლიქვნელური პოლიტიკის გატარება დაიწყო, რისი მიზანიც ხელისუფლებისა და საზოგადოების მოდუნებაა – ეს შესაძლოა ჩვენი ქვეყნისთვის მორიგი კატასტროფით დასრულდეს
Next: ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიას: ხედავთ, როგორი ბრძოლაა კორუფციის წინააღმდეგ და როდესაც ყოფილ მაღალი თანამდებობის პირებს ახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი გუნდისთვის პოლიტიკურად წამგებიანია, ხელი არავისთვის დაგვიფარებია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.