Skip to content
19/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: ჩერგოლეიშვილის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათთვის ძალაუფლების წყარო უცხოელი პატრონები არიან და ლეგიტიმაციასაც მათგან ელიან. დარწმუნებულები არიან – მთავარი გადაწყვეტილებები აშშ-ში მიიღება

მარშალ პრესი 01/04/2026
ertiani neitraluri saqartvelo gancxadeba

როგორც ერთ დროს ერთიანი, შემდეგ დაშლილი და ახლა კიდევ ერთხელ გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ისინი მიემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა თავიანთ უცხოელ პატრონებს წარუდგინონ სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა დაიბრუნონ ძალაუფლება და მოვიდნენ ხელისუფლებაში, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჩერგოლეიშვილის განცხადება აბსურდულია, ვინაიდან ოპოზიციას საკუთარი აზრიც კი არ გააჩნია და ის უცხოელი პატრონების დავალებებს ბრმად ასრულებს.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ასევე ხაზს უსვამს იმასაც, რომ კიდევ ერთხელ დასტურდება, ოპოზიციისთვის რეალურად, ძალაუფლების წყარო, ქართველი ხალხის ნაცვლად, უცხოელი პატრონები არიან.

„„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ სახელით გვსურს საზოგადოების ყურადღება გამახვილდეს ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტზე, რაც, ვფიქრობთ, რომ შესაბამისი ანალიზისა და შეფასების გარეშე დარჩა.

როგორც ერთ დროს ერთიანი, შემდეგ დაშლილი და ახლა კიდევ ერთხელ გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ისინი მიემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა თავიანთ უცხოელ პატრონებს წარუდგინონ სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა დაიბრუნონ ძალაუფლება და მოვიდნენ ხელისუფლებაში.

რეალურად, ეს განცხადება რომ აბსურდულია, ყველასთვის ცხადია, რადგან ადგილობრივ რადიკალურ ოპოზიციას, ანუ ახლახან კიდევ ერთხელ გაერთიანებულ „ნაციონალურ მოძრაობას“, არათუ საკუთარი გეგმა, არამედ საკუთარი აზრიც კი არ გააჩნია. ისინი მხოლოდ და მხოლოდ უცხოელი პატრონების დავალებების ბრმად შემსრულებლები და საქართველოში პროცესების რადიკალიზაციის ინსტრუმენტები არიან.

ამავდროულად, ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მათთვის ძალაუფლების წყარო არა ქართველი ხალხი, არამედ უცხოელი პატრონები არიან და ლეგიტიმაციასაც არა საქართველოს მოსახლეობისგან, არამედ სწორედ მათგან ელიან; მით უფრო, რომ დარწმუნებულები არიან — მთავარი გადაწყვეტილებები სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღება,“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

Post navigation

Previous: „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: როგორც აშშ-ში, ისე ევროპაში, „დიფ სთეითი“ მართავს ყველაფერს – „ქართული ოცნების“ კონფორმისტული პოზიცია აბსოლუტურად მიუღებელია, ამიტომ, კატეგორიულად მოვითხოვთ საჯარო სატელევიზიო დებატებს ხელისუფლებასთან
Next: „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: „დიფ სთეითმა“ საქართველოსთან მიმართებით მლიქვნელური პოლიტიკის გატარება დაიწყო, რისი მიზანიც ხელისუფლებისა და საზოგადოების მოდუნებაა – ეს შესაძლოა ჩვენი ქვეყნისთვის მორიგი კატასტროფით დასრულდეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.