Skip to content
18/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

მარშალ პრესი 31/03/2026
dimitri khundadze

დემოგრაფიულ პოლიტიკასა და სოციალური მხარდაჭერის მექანიზმებზე ისაუბრა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

„სამსახურებთან ან უმაღლეს სასწავლებლებთან უნდა იყოს საბავშვო ოთახები ან ბაღები, სადაც დედა შეძლებს ბავშვის მიყვანასა და დატოვებას უსაფრთხო გარემოში, სანამ თავად დაკავდება სწავლით ან კარიერის მოწყობით“— განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ისეთი პირობების შექმნა, რომ მოსახლეობისთვის ოჯახის შექმნა და შვილის ყოლა რიგ გამოწვევებთან არ იყოს დაკავშირებული.

„ვფიქრობ, რომ დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის. ასევე, ბავშვის გაზრდა არ იქნება ხელის შემშლელი, თუკი დედა შეძლებს კარიერულ წინსვლას. მაგალითად, სამსახურებთან ან უმაღლეს სასწავლებლებთან რომ იყოს საბავშვო ოთახები ან ბაღები, სადაც დედა შეძლებს ბავშვის მიყვანასა და დატოვებას უსაფრთხო გარემოში, სანამ თავად დაკავდება სწავლით ან კარიერის მოწყობით. ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია ისევე, როგორც საბინაო პოლიტიკა. ხშირად ადამიანები უარს ამბობენ ოჯახის შექმნაზე, რადგან აქვთ საცხოვრებლის პრობლემა. მძლავრი იდეოლოგიური მექანიზმების ამუშავება არის უმთავრესი,“ — განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Post navigation

Previous: დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება
Next: ეკა სეფაშვილი საქართველოს ეკონომიკის პოზიტიურ დინამიკაზე: რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ყალბ საპროტესტო ტალღას რომ არ ქმნიდეს, საქართველოს ბევრად უკეთესი პოზიციონირება ექნებოდა.

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.