IMG.GE ___________________________________ IMG.GE

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა საზოპგადოებრივი ტრანსპორტის განახლება ისე, რომ მოქალაქეებმა კერძო ავტომობილების ნაცვლად, საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიანიჭონ უპირატესობა.

კალაძის თქმით, ამას გარკვეული დრო და თანხები სჭირდება, თუმცა პროცესი უკვე დაწყებულია.

„მნიშვნელოვანი გამოწვევა არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, მოწესრიგება ისე, რომ მოქალაქეებმა კერძო ავტომობილების ნაცვლად უპირატესობა მიანიჭონ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ამისთვის უკვე გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები, დავიწყეთ ახალი ავტობუსების შემოყვანა, ყვითელი ავტობუსების პარკის მთლიანი განახლება და ჩანაცვლება ახალი ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით. ასევე დავიწყეთ მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია, ახალი შემადგენლობების შემოყვანა და მეტროსადგურების განახლება. ამას რა თქმა უნდა, გარკვეული დრო და თანხები დასჭირდება, მაგრამ პროცესი დაწყებულია და ნაბიჯები გადადგმულია“, – განაცხადა მერმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება