Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის საუბარი, ვფიქრობ, არის პოზიტიური სიგნალი იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაიძრას გაყინული წერტილიდან

მარშალ პრესი 31/03/2026
eka sepashvili

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს. დეპუტატმა აღნიშნა, რომ თავად ის ფაქტი, რომ ეს საუბარი შედგა, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები გაყინული წერტილიდან დაიძვრება.

„მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის საუბარი, ვფიქრობ, არის პოზიტიური სიგნალი იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაიძრას იმ გაყინული წერტილიდან, რომელიც ახლა არის.

როგორც ვიცით ამ საუბრის შინაარსის შესახებ, საუბარი ეხებოდა საქართველოს სტრატეგიულ როლს კავკასიის რეგიონში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ საქართველო რეალურად არის ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოთამაშე რეგიონში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ხელშესახები შედეგი აქვს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში და ასევე გლობალური ეკონომიკური პროექტების განვითარების საქმეში,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ სანდრო ცირეკიძე დაინიშნა
Next: დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.