Skip to content
21/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: 31 მარტია, საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეა და ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგამ “მოსკოვის მექანიზმით” მოგვილოცა ეს დღე – გეტყვით, რომ ბევრ მექანიზმს მოიგონებენ უცხოელები იმისთვის, რომ შენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა მათი კონტროლის ქვეშ აიყვანონ

მარშალ პრესი 31/03/2026
irakli kadagishvili

31 მარტია, საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეა და ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგამ დაიწყო საუბარი იმაზე, თუ როგორ გვაფასებენ უცხოელები საქართველოს და “მოსკოვის მექანიზმით” მოგვილოცა ეს დღე – გეტყვით, რომ ბევრ მექანიზმს მოიგონებენ იმისთვის, რომ შენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა მათი კონტროლის ქვეშ აიყვანონ, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია „გახარია- საქართველოსთვის“ წარმომადგენლის სიტყვით გამოსვლას.

ქადაგიშვილის განცხადებით, ევროპულმა ძალებმა სწორედ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას შეუქმნეს ყველაზე დიდი პრობლემა 2024 წლის არჩევნების ჭმუნვით მიღებით.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ „შიშველი პროპაგანდის“ საქართველოს წინააღმდეგ გამოყენება დიდი სირცხვილია, მათი თავდაპირველი მოვალეობა კი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა უნდა იყოს.

„მთავარი პრობლემა იცით, რაშია მეგობრებო? მთავარი პრობლემა იმაშია, რომ სამწუხაროდ, იმ ძალებმა, ევროკავშირში იქნება თუ სხვაგან, სწორედ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას შეუქმნეს ყველაზე დიდი პრობლემა, როდესაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, მათ ასეთი დიდი ჭმუნვით მიიღეს, როდესაც მათივე სადამკვირვებლო მისიის დასკვნები გვერდზე გადადეს, თვალი დაიბნელეს და ყური დაიყრუეს და როდესაც 4 ოქტომბრის, თუ ამდაგვარი რევოლუციური, თუ დამხობის სცენარების აპოლოგეტებად და მხარდამჭერებად მოგვევლინნენ და როდესაც მიზანს ვერ აღწევდნენ და დანაშაულის ჩამდენებზე პასუხისმგებლობა ვრცელდებოდა მათ პოლიტიკურ პატიმრებად და ათასგვარი „მოსკოვური“ თუ სხვადასხვაგვარი მექანიზმების გამოსაყენებლად იყენებდნენ და თქვენ თუ ხართ საქართველოს პატრიოტი პოლიტიკოსები, უნდა გესმოდეთ პირველ რიგში რა არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი და მერე უნდა მისდევდეთ „მოსკოვის მექანიზმს“ და სხვათა პროპაგანდას, რომ „ბელორუსია ხართ და რუსეთი ხართ“ და ა.შ. სირცხვილია, რომ ამას იმეორებთ, აი ამ შიშველ პროპაგანდას საქართველოს წინააღმდეგ,“- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

Post navigation

Previous: გიორგი გაბუნია: წლების განმავლობაში საშინელი ინფანტილური ისტერიით ებრძოდნენ ეკლესიას, ვინაიდან კარგად იციან, რომ საზოგადოება, რომელსაც ზურგს უმაგრეს ძლიერი ეკლესია მასზე ზეგავლენის მოპოვება რთულია
Next: 17-22 მარტის მოვლენებმა პასუხი გასცა ყველა უსამართლო რეზოლუციას და თქვა, რომ ქართველი ხალხი ცალ ფეხზე დგომით არ დაელოდება არსად გაწევრიანებას. სამაგიეროდ, საათობით დაელოდება თავისი პატრიარქისგან ლოცვა-კურთხევის მიღებას სამშობლოს დასაცავად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.