Skip to content
21/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: თამარ ბაგრატიონის აშშ-ში ვიზიტი არ წარმოადგენს რიგით, უმნიშვნელო მოვლენას

მარშალ პრესი 31/03/2026
davit chikhelidze

საქართველოს პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის აშშ-ში ვიზიტი არ წარმოადგენს რიგით და უმნიშვნელო მოვლენას. ეს იყო პოლიტიკურად დატვირთული და სიმბოლურად მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ასახავს ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირებას, პარტნიორულ ურთიერთობებს და საქართველოს მზარდ როლს გლობალურ პროცესებში, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე.

მისივე თქმით, სამიტში მონაწილეობა, რომელიც მელანია ტრამპის მიერ იყო ორგანიზებული, თავისთავად მიუთითებს საქართველოს მიმართ ინტერესსა და ყურადღებაზე.

“საქართველოს პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის აშშ-ში ვიზიტი არ წარმოადგენს რიგით და უმნიშვნელო მოვლენას. ეს იყო პოლიტიკურად დატვირთული და სიმბოლურად მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ასახავს ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირებას, პარტნიორულ ურთიერთობებს და საქართველოს მზარდ როლს გლობალურ პროცესებში.

სამიტში მონაწილეობა, რომელიც მელანია ტრამპის მიერ იყო ორგანიზებული, თავისთავად მიუთითებს საქართველოს მიმართ ინტერესსა და ყურადღებაზე. მსგავსი ფორმატის ღონისძიებები არ შემოიფარგლება მხოლოდ პროტოკოლით, ისინი ქმნიან სივრცეს, სადაც სხვადასხვა ქვეყნები არა მხოლოდ აზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, არამედ აყალიბებენ საერთო ხედვებს და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს. ასეთ პლატფორმებზე მონაწილეობა ნიშნავს, რომ ქვეყანა აღიქმება როგორც პარტნიორი, რომელსაც შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს გლობალური საკითხების განხილვაში.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ლედიმ სიტყვით მიმართა სამიტის მონაწილეებს, მისი გამოსვლა გამოირჩეოდა სიღრმით, სიბრძნითა და მკაფიო ეროვნული აქცენტებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ისტორიულ მემკვიდრეობას, ღირებულებებსა და იმ გზას, რომელსაც ქვეყანა თანამედროვე გამოწვევების პირობებში გადის. ამასთანავე, აქცენტი გაკეთდა ბავშვთა კეთილდღეობაზე, ციფრული ეპოქის რისკებსა და შესაძლებლობებზე, მისი გზავნილები არ იყო მხოლოდ ფორმალური, არამედ ისინი ასახავდნენ როგორც პირად, ისე სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას მომავალი თაობების წინაშე.

მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი გამოსვლები არა მხოლოდ ქვეყნის იმიჯზე მოქმედებს, არამედ აყალიბებს რბილ ძალას, რაც თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ასეთ ფორმატებში ყალიბდება ნდობა, თანამშრომლობა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული პარტნიორობა.

სამწუხაროდ, როგორც ხშირად ხდება, აღნიშნული ვიზიტის მნიშვნელობის დაკნინების მცდელობებიც ვიხილეთ, რაც უსამშობლოთა მხრიდან ლოგიკური და ადვილად პროგნოზირებადი იყო, მათი მცდელობა მცდელობავე დარჩა, რადგან პირველი ლედის ვიზიტს რამდენიმე აკაცუკის არამართებული პოზიცია ვერ დააკნინებს!

თამარ ბაგრატიონი ღირსეულად წარსდგა და ღირსეულად წარმოადგინა საქართველო “ერთად უკეთესი მომავლისთვის” გლობალურ სამიტზე, რომელიც მელანია ტრამპი ინიციატივით გაიმართა. ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველო არა მხოლოდ მონაწილეობს საერთაშორისო პროცესებში, არამედ მათი ფორმირების აქტიური მონაწილეა”, – წერს დავით ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: ზურაბ ქადაგიძე: დღეს, როცა ზოგიერთი ბიუროკრატი ცდილობს ნამდვილი ქრისტიანობა „ლიბერალური ფაშიზმით“ ჩაანაცვლოს, ჩვენ აღმოვჩნდით იმ ღირებულებების დამცველები, რაზეც ოდესღაც თავად ევროპა იდგა
Next: გიორგი გაბუნია: წლების განმავლობაში საშინელი ინფანტილური ისტერიით ებრძოდნენ ეკლესიას, ვინაიდან კარგად იციან, რომ საზოგადოება, რომელსაც ზურგს უმაგრეს ძლიერი ეკლესია მასზე ზეგავლენის მოპოვება რთულია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.