IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა დღეს სასამართლოში ჩვენებას მიცემს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რურუას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განუცხადა.

გიორგი რურუას საქმე უკვე დასკვნით ეტაპზეა, დასრულებულია მტკიცებულებების გამოკვლევა.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე გაიმართება.

გიორგი რურუას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება