დიდუბის რაიონში არსებული სკოლების გუნდებს შორის ფრენბურთის ამხანაგური ტურნირი დაიწყო. შეჯიბრი ექვსი დღის განმავლობაში ჩატარდება და მასში მონაწილეობას 16 გუნდი მიიღებს.
თამაშების მიმდინარეობისას პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ადგილის გამარჯვებულები გამოვლინდებიან, რომლებსაც თასები, მედლები, სიგელები და სპორტული მაღაზიის ვაუჩერები გადაეცემათ.
დიდუბის რაიონში მდებარე სკოლების გოგონათა და ვაჟთა გუნდების თამაშებს დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი დაესწრო.
