Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეკა სეფაშვილი 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის ზრდაზე: ტარიფი უნდა იყოს არა ამკრძალავი, არამედ შემზღუდავი, რათა მოსახლეობას მიეცეს საშუალება, ნელ-ნელა შეეგუოს გაზრდილ ტარიფს

მარშალ პრესი 31/03/2026
eka sepashvili1

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი, მედიასთან გამოეხმაურა საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელთა თანახმადაც, 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე გაიზრდება აქციზის განაკვეთი. სეფაშვილმა თქვა, რომ ტარიფები უნდა იყოს არა ამკრძალავი, არამედ შემზღუდავი:

„ვფიქრობ, უნდა გამოვიყენოთ ისეთი მიდგომა, რომელიც საშუალებას მისცემს მომხმარებლებს ეტაპობრივად შეეგუონ ამ ახალ რეგულაციას და, ამასთანავე, ხელს შეუწყობს ეკოლოგიური პირობების დაცვას საქართველოში“ – განაცხადა დეპუტატმა.

ეკა სეფაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მოსახლეობას უნდა მიეცეს საშუალება, ნელ-ნელა შეეგუოს გაზრდილ ტარიფს.

„რაც შეეხება იმ ავტომობილების იმპორტს, რომლებიც 6 წელზე მეტისაა, ვფიქრობ, აქ უნდა გამოვიყენოთ ისეთი მიდგომა, რომელიც საშუალებას მისცემს მომხმარებლებს ეტაპობრივად შეეგუონ ამ ახალ რეგულაციას და, ამასთანავე, ხელს შეუწყობს ეკოლოგიური პირობების დაცვას საქართველოში. რა თქმა უნდა, ტარიფი უნდა იყოს არა ამკრძალავი, არამედ შემზღუდავი, რათა მოსახლეობას მიეცეს საშუალება, ნელ-ნელა შეეგუოს ამ გაზრდილ ტარიფს“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: 31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში გამორჩეული დღეა! 1991 წლის 31 მარტს სრულიად საქართველომ – მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობამ – ერთსულოვნად, მსოფლიოს გასაგონად, საქართველოს სუვერენულ მომავალს მისცა ხმა
Next: თამარ ბაგრატიონის ვიზიტი და კობახიძესთან რუბიოს ზარი არის მკაფიო აღიარება აშშ-ის პრეზიდენტისგან და მისი ადმინისტრაციისგან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.