Skip to content
17/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და დაავადებათა პრევენციის მიზნით, აჭარაში სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანია ჩატარდა

მარშალ პრესი 28/03/2026
659721354_1326944342821481_6339605435388278044_n

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და დაავადებათა პრევენციის მიზნით, აჭარაში სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანია ჩატარდა.
მრავალპროფილური სკრინინგის პროცესს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე დაესწრო. მერი, პაატა იმნაძესთან და ნინო ნიჟარაძესთან ერთად, სოფელ თხილნარის მოსახლეობასაც შეხვდნენ და პრევენციული კვლევების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ადგილობრივებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, უფასოდ ჩაეტარებინათ სკრინინგი ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის – აივ ინფექციაზე, B და C ჰეპატიტებზე. ასევე, ონკოლოგიური პათოლოგიების – ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი. პარალელურად, გაიმართა არაგადამდები დაავადებების პრევენციული გამოკვლევებიც, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა ქრონიკული დაავადებების მართვისა და გართულებების თავიდან ასაცილებლად.

სკრინინგის აქციის პარალელურად, სამუშაო შეხვედრა გაიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში, სადაც მხარეებმა, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, სკრინინგისა და დაავადებათა ეფექტურად მართვაში, თვითმმართველობის კიდევ უფრო აქტიურ ჩართულობაზე იმსჯელეს.

გამოკვლევების შედეგად გამოვლენილი შემთხვევების შემდგომი დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხორციელდება სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში – ონკოლოგიის სამკურნალო პროგრამა მოიცავს კვლევებსა და მკურნალობის ფინანსურ მხარდაჭრას. არაგადამდები დაავადებების კონტროლი ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის დონეზე; სახელმწიფო სრულად აფინანსებს B და C ჰეპატიტებისა და აივ ინფექციის დიაგნოსტიკასა და თერაპიას, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ხელმისაწვდომობას საჭირო სამედიცინო მომსახურებებზე.

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების გუნდებს შორის თეატრალური კონკურსი გაიმართა, რომელიც რამდენიმე წელია ტარდება
Next: ლაშა ტალახაძე: მიხარია, რომ აჭარაში ჩვენი გუნდის ჩასვლამ ასეთი ინტერესი გამოიწვია, ახალგაზრდებთან დისკუსია საუკეთესო გზაა, მარტივად ვიპოვოთ გამოსავალი პრობლემური საკითხებიდან – ვაპირებ ყველა კონფერენციას დავესწრო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.