Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში რიგით მერვე ეროვნული კონფერენცია გამართა

მარშალ პრესი 29/03/2026
659035252_1327804396068809_5489186700634410191_n

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში რიგით მერვე ეროვნული კონფერენცია გამართა. რომელსაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე ესწრებოდა. ღონისძიების მიზანი წარმატებული მუნიციპალური პროექტების გამოვლენა და მათი დაჯილდოება იყო.

2025 წლის კონკურსში წარმატებულ პრაქტიკად 14 პროექტი დასახელდა. სპეციალური ჯილდოები გადაეცათ რუსთავის, ხაშურის, სენაკის, ტყიბულის, ფოთის, ბაღდათის, დმანისის, ზესტაფონის, ყაზბეგისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს.

კონფერენციის ფარგლებში, ასოციაციის ადვოკატირებით, ხელი მოეწერა „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ“ ევროპულ ქარტიას, რომელსაც უკვე ხელმომწერ 32 თვითმმართველ ერთეულთან ერთად, კიდევ ოთხი მუნიციპალიტეტი – ხარაგაული, ტყიბული, ახალციხე და ხელვაჩაური შეუერთდა.

დასკვნითი ნაწილი პანელურ დისკუსიებს დაეთმო, სადაც ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად ინტერმუნიციპალურ თანამშრომლობასა და ბავშვთა დაცვის პროგრამებზე იმსჯელეს.

ღონისძიებას ასევე, ესწრებოდნენ ცენტრალური და აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე საქართველოს მუნიციპალიტეტების პირველი პირები და საჯარო მოხელეები.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: პოლონეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა მზადყოფნა, მოლაპარაკება აწარმოოს პუტინთან. ტუსკმა კი პოლონეთის ევროკავშირიდან გასვლა „რეალურ საფრთხედ“ გამოაცხადა
Next: დავით ქართველიშვილი: ყოველდღიურად ევროპულ ქვეყნებში აკავებენ მომიტინგეებს, მაგრამ მათ შესახებ ვერც ერთი უფლებადამცველის ანგარიშში ვერ ნახავთ მინიშნებას – “პოლიტპატიმარი”. ეს მიდგომა მხოლოდ საქართველოსთან “მუშაობს”

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.