IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, დავით ცინარიძე 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ცინარიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა არასაპატიმრო სასჯელით, გირაოთი შეუცვალა, რითაც დაცვის მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა. დავით ცინარიძე სამართალდამცავებმა 28 აპრილს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება