Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ზაალ ანჯაფარიძე: ბოკერიას გუშინდელი ბოდვა, თითქოს ხელისუფლება საქართველოს რუსეთთან პირისპირ ტოვებს, მისი პოლიტიკურ-მენტალური დეგრადაციის მორიგი გამოვლინებაა

მარშალ პრესი 29/03/2026
zaal anjaparidze

ბოკერიას გუშინდელი ბოდვა, თითქოს ხელისუფლება საქართველოს რუსეთთან პირისპირ ტოვებს, მისი პოლიტიკურ-მენტალური დეგრადაციის მორიგი გამოვლინებაა,- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე „ფედერალისტების“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თქმითაც „ბიძინა ივანიშვილმა არსებითად ეჭვის ქვეშ დააყენა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობის საკითხი.“

ანჯაფარიძე ბოკერიას “წარსულის რელიქტს” უწოდებს და აცხადებს, რომ გიგა ბოკერია წესით ცოდვებს უნდა ინანიებდეს.

“ზოგიერთ “პოლიტიკოსს” არ უნდა შეეგუოს და გაიგოს, რომ წარსულის რელიქტია, თან ბნელი წარსულის. ერთერთი ასეთი გახლავთ გიგა ბოკერია, რომელიც თავის თანამეცხედრესთან ერთად მხოლოდ გარე მხარდაჭერით ბოგინობს პოლიტიკურ ზედაპირზე.

ბოკერიას გუშინდელი ბოდვა, თითქოს ხელისუფლება საქართველოს რუსეთთან პირისპირ ტოვებს, მისი პოლიტიკურ-მენტალური დეგრადაციის მორიგი გამოვლინებაა. თუ უახლეს ისტორიას კარგად გავიხსენებთ, სწორედ ბოკერიას და მისი პოლიტიკური ბანდის პოლიტიკის გამო დარჩა საქართველო მარტო რუსეთთან პირისპირ 2008 წლის აგვისტოში და შედეგად ტერიტორიები დაკარგა.

წესით, ბოკერია ცოდვებს უნდა ინანიებდეს, მაგრამ ამასაც ხომ შნო და უნარი უნდა,”- წერს ზაალ ანჯაფარიძე.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: მზარდი ეკონომიკური დინამიკა, რომელზეც საუბრობს ირაკლი კობახიძე, არა „თვითშეფასება“, არამედ საერთაშორისო ექსპერტული ცენტრების მიერ დადასტურებული სურათია
Next: დავით ქართველიშვილი: პოლონეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა მზადყოფნა, მოლაპარაკება აწარმოოს პუტინთან. ტუსკმა კი პოლონეთის ევროკავშირიდან გასვლა „რეალურ საფრთხედ“ გამოაცხადა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.