Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გიორგი ზერეკიძე: ბოკერიამ მობოდა, ივანიშვილმა ჩვენი სახელმწიფოებრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენაო, სინამდვილეში, სწორედ ბოკერიამ, სააკაშვილმა და მათმა ჯალათების რეჟიმმა დააყენა საქართველოს არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ!

მარშალ პრესი 29/03/2026
giorgi zerekidze

რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 2012 წელს ეს მანიაკები გასრისა, დღეს საერთოდ აღარ ვიარსებებდით სწორედ ამათი „გონივრული პოლიტიკის“ შედეგად, რომელიც გულისხმობდა, რომ ქვეყნის შიგნით თვითონ ანადგურებდნენ ადამიანებს, – წერს ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე, რითაც “ფედერალისტების” ლიდერის, გიგა ბოკერიას მიერ ბიძინა ივანიშვილზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

ზერეკიძის თქმით, სინამდვილეში, სწორედ გიგა ბოკერიამ, მიხეილ სააკაშვილმა და მათმა რეჟიმმა დააყენა საქართველოს არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ.

“თამარას ჩმო ბოკერიამ მობოდა, ივანიშვილმა ჩვენი სახელმწიფოებრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენაო. სინამდვილეში, სწორედ ბოკერიამ, სააკაშვილმა და მათმა ჯალათების რეჟიმმა დააყენა საქართველოს არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ! რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 2012 წელს ეს მანიაკები გასრისა, დღეს საერთოდ აღარ ვიარსებებდით სწორედ ამათი „გონივრული პოლიტიკის“ შედეგად, რომელიც გულისხმობდა რომ ქვეყნის შიგნით თვითონ ანადგურებდნენ ადამიანებს და ქვეყნის გარედან რუსეთთან გამუდმებული პროვოკაციებით განადგურებამდე მიჰყავდათ მთლიანად ქვეყანა! მითქვამს და გავიმეორებ, ესენი ყველანი უნდა გასამართლდნენ სამშობლოს ღალატის მუხლით, დაწყებული სააკაშვილით, გაგრძელებული ბოკერიათი, დამთავრებული ენაბლუ თარგამაძით,” – წერს ზერეკიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გიგა ბოკერიამ, “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ “ბიძინა ივანიშვილმა არსებითად ეჭვის ქვეშ დააყენა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობის საკითხი.“

Post navigation

Previous: გია აბაშიძე: ბოკერია და ჩერგოლეიშვილი სააკაშვილის რეჟიმის მყრალი სახენი არიან, ცდილობენ დააწინაურონ მათი “საკუჭნაოს” “ფედერალისტები”, მაგრამ ვერანაირი დეზინფორმაციით თუ გარე დახმარებით შეძლებენ საზოგადოების მხარდაჭერას
Next: ლიზა გეგეჭკორი: ნაძირალა ბოკერია და მისნაირები ვერასოდეს გაიგებენ რა არის სამშობლო, იმიტომ, რომ სულში აქვთ ღალატი, დაბადებით და მოდგმით სულგაყიდულები სხვანაირად რომ აფასებდნენ ბიძინა ივანიშვილის ღვაწლს, ეგ იქნებოდა გასაკვირი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.