Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბოკერიას უთქვამს, ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობა ეჭვქვეშ დააყენაო – ივანიშვილმა, რომელმაც ნაცების დიქტატურისგან იხსნა ქვეყანა, რომელიც ყველაზე ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ დროებაში, ცეცხლში გახვეულ რეგიონში, არის მშვიდობის გარანტი

მარშალ პრესი 29/03/2026
BACHO ODISHARIA

ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბაჩო ოდიშარია, “ფედერალისტების” ლიდერის, გიგა ბოკერიას, განცხადებას ეხმიანება, რომელმაც “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში აღნიშნა, რომ “ბიძინა ივანიშვილმა, არსებითად ეჭვის ქვეშ დააყენა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობის საკითხი”.

ოდიშარიას შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი, ყველაზე ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ დროებაში, ქვეყანას უნარჩუნებს სტაბილურობს და ეკონომიკურ განვითარებას, ცეცხლში გახვეულ რეგიონში, არის მშვიდობის გარანტი. თუმცა, მისივე თქმით, ბოკერიასთვის, მისი მსგავსი უსამშობლო აგენტურისთვის და მათი გარე პატრონებისთვის, საქართველოს სახელმწიფოებრიობა, კვლავ ვასალ სახელმწიფოდ გადაქცევას გულისხმობს.

“გიგა ბოკერიას უთქვამს, ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობა ეჭვქვეშ დააყენაო. ივანიშვილმა, რომელმაც ნაცების დიქტატურისგან იხსნა ქვეყანა, დაასრულა სისტემური წამების, ბიზნესის რეკეტის, პოლიციური რეჟიმის, გამოხატვის თავისუფლების ძალადობრივი ხელყოფის სისტემური პრაქტიკები; რომელიც ყველაზე ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ დროებაში, ქვეყანას უნარჩუნებს სტაბილურობს და ეკონომიკურ განვითარებას, ცეცხლში გახვეულ რეგიონში, არის გარანტი მშვიდობის; ეს ყოფილა სახელმწიფოდ არსებობის ეჭვქვეშ დაყენება. თუმცა ბოკერიასთვის, მისი მსგავსი უსამშობლო აგენტურისთვის და მათი გარე პატრონებისთვის, საქართველოს სახელმწიფოებრიობა ყველაფერ ზემოთჩამოთვლილის საპირისპიროზე დგას, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისგან გამოშიგვნის და ისევ ვასალ, ბრძანებების უაპელაციოდ შემსრულებელი ქვეყნის მდგომარეობაში დაბრუნებაზე. მოკლედ, ორუელის საუკეთესო ტრადიციებში: ომი მშვიდობაა, თავისუფლება მონობაა, უმეცრება ძალაა,” – წერს ოდიშარია.

Post navigation

Previous: ნინო ფოჩხუა ბოკერიას: თქვენთვის საქართველოს სახელმწიფოებრიობა გამოიხატება ნგრევაში, საკუთარი მოსახლეობის ტერორსა და პირად გამდიდრებაში
Next: ამ სულით და გულით არაქართველს იმის თავხედობა ჰყოფნის, რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ მეცენატს, ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც საქართველოს ისტორიული ძეგლები და ტაძრები აღადგინა, ქართულ ნიჭს და გენს გზა ფართო მისცა, აბრალებს ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დაკარგვის მცდელობას?!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.