Skip to content
25/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დიმიტრი ხუნდაძე: რადიკალების მხრიდან ანტიეკლესიური კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ეკლესიისა და რწმენისგან ჩამოშორებას

მარშალ პრესი 28/03/2026
dimitri khundadze

რადიკალების მხრიდან ანტიეკლესიურ კამპანიაზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი განცხადებით, აღნიშნული პროცესები ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო და ამ ეტაპზე განსაკუთრებით გააქტიურდა, რაც, მისი შეფასებით, საზოგადოების მართვადობის გაზრდას ემსახურება.

„უცხო არ არის რადიკალების მხრიდან ანტიეკლესიური კამპანიის წარმოება. ეს მათ ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყეს და ახლა გააქტიურდნენ. მათ აქვთ კონკრეტული მიზანი — საზოგადოება ჩამოაშორონ ეკლესიას და რწმენას, გახადონ სათავისოდ ადვილად მართვადი.

სწორედ ამიტომ გააქტიურდნენ განსაკუთრებით პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ — თითქოს მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, რომ არ ჩარეულიყვნენ სინოდის საქმიანობაში, რათა მოხდეს ახალი პატრიარქის შერჩევა, მაგრამ თავად აქტიურად ერთვებიან და არ ერიდებიან არავის დისკრედიტაციას. განსაკუთრებული სამიზნე მათთვის არის მოსაყდრე შიო.

ეს ემსახურება კონკრეტულ მიზანს — ეს არის დაკვეთა, რომელსაც ისინი ასრულებენ, თუმცა საზოგადოება, როგორც ვნახეთ, განსაკუთრებით ბოლო დღეებში, ერთიანია და სინოდს უნდა ვაცადოთ, რომ თავად შეარჩიოს ახალი პატრიარქი. ვფიქრობ, პატრიარქის დანაბარები არის ანგარიშგასაწევი, რადგან არ მგონია ვინმეს უკეთ შეეძლოს არჩევა, თუ ვინ უნდა იყოს საქართველოს მომდევნო პატრიარქი,“ — განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Post navigation

Previous: მარიამ გრიგოლიშვილი: ახალგაზრდების პოლიტიკურ სივრცეში ჩართვა, მათთან ერთად გადაწყვეტილებების მიღება და მათი გამოწვევების მოსმენა გახლავთ უმთავრესი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის
Next: დიმიტრი ხუნდაძე: ბაჩო ახალაიას ქმედება არ არის ახალი თუმცა, რამდენჯერაც სხვას მოუმზადა ორმო, იმდენჯერ თავად ჩავარდა. ასე იქნება ახლაც

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.