IMG.GE ___________________________________ IMG.GE

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰონგ კონგთან დაკავშირებით ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების კანონპროექტს ხელი მოაწერა. მან, ასევე, გამოსცა აღმასრულებელი განკარგულება ჰონკონგისთვის სავაჭრო-ეკონომიკური შეღავათების გაუქმების შესახებ.

შესაბამისი განცხადება აშშ-ის ლიდერმა თეთრი სახლის ეზოში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„დღეს მე ხელი მოვაწერე კანონპროექტს და აღმასრულებელ კანონმდებლობას, რათა ჩინეთს დაეკისროს პასუხისმგებლობა ჰონგ კონგის მოსახლეობის მიმართ დისკრიმინაციული ქმედებებისთვის.

ჰონგ კონგისადმი ჩვენი მიდგომა ახლა იქნება ისეთივე, როგორც ჩინეთისადმი. არანაირი განსაკუთრებული პრივილეგიები, არანაირი განსაკუთრებული ეკონომიკური შეღავათები, სენსიტიური ტექნოლოგიების არანაირი ექსპორტი. ამასთან ერთად, როგორც იცით, ჩვენ ჩინეთს დიდ ტარიფებს ვუწესებთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გასულ თვეში ჩინეთმა დაამტკიცა უსაფრთხოების შესახებ კანონი, რომელიც ჰონგ კონგზე პეკინის გავლენას აძლიერებს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება