Skip to content
15/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს დღე იყო არა მხოლოდ აშშ-თვის, ჩვენ ასევე 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის დღეს აღვნიშნავდით და რა თქმა უნდა, ამ მხრივ, რომ ამ დღეს პროვოკაციით ჩრდილი მიადგა, ესეც სამწუხაროა

მარშალ პრესი 02/07/2022
შალვა პაპუაშვილი

ეს დღე იყო არა მხოლოდ აშშ-თვის, ჩვენ ასევე 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის დღეს აღვნიშნავდით და რა თქმა უნდა, ამ მხრივ, რომ ამ დღეს პროვოკაციით ჩრდილი მიადგა, ესეც სამწუხაროა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის საელჩოსთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, არ აპირებს მსაჯულის როლის შესრულებას და აღნიშნა, რომ ეს არ არის მისი ფუნქცია.

„ჩვენ მოვისმინეთ ანრი ოხანაშვილის განმარტებები და მე როგორც ვაკვირდები, თავად „ტვ პირველის“ წარმომადგენლებსაც ეჭვი არ ეპარებათ ამ განმარტებებთან დაკავშირებით. ამავე დროს მოვისმინეთ ვახტანგ წერეთლის მიერ მოყოლილი ისტორია, რომელსაც მისივე თანამშრომლები არ იჯერებენ. ჩვენ ვხედავთ ისტორიას და ის, რომ ამას წინ არაფერი უძღოდა, არის ტყუილი. მე ის მიკვირს, ორი დღეა, ფაქტობრივად, მიდის ზიზღის კამპანია და არავინ დაინტერესებულა, რა იყო რეალური ისტორია და ეს არის აშკარა ტყუილი, რასაც ვახტანგ წერეთელი ჰყვება. აქედან გამომდინარე, იქამდე, ვიდრე ვახტანგ წერეთელი არ იტყვის სიმართლეს, ვიდრე ის ორგანიზაციები, რომლებიც ასე ენთუზიაზმით იყვნენ გამოსული და აფასებდნენ სხვის ქმედებებს, ასევე ენთუზიაზმით არ შეაფასებენ მის ქმედებას, რომელზეც ანრიმ ისაუბრა, რაც იყო ამ ყველაფრის წინაპირობა, მანამდე მიჭირს რაიმე კომენტარის გაკეთება.

ამავე დროს, ერთი საკითხიც არის მნიშვნელოვანი. ეს დღე იყო არა მხოლოდ აშშ-თვის, ჩვენ ასევე 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის დღეს აღვნიშნავდით და რა თქმა უნდა, ამ მხრივ, რომ ჩრდილი მიადგა პროვოკაციით ამ დღეს, ესეც სამწუხაროა. მესმის ორგანიზატორების, მათი პასუხისმგებლობა არის, რომ მშვიდი გარემო იყოს სტუმრებისთვის. როდესაც მოწვეულთა შორის არის ვახტანგ წერეთელი, რომელიც ვერბალური და ფიზიკური ძალადობითაა ცნობილი, ადამიანი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ პარლამენტის სხდომათა დარბაზში სწორედ ძალადობით შემოგვივარდა, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი ღონისძიებაზე ყოფნისას მნიშვნელოვანია, წინასწარ მოხდეს უზრუნველყოფა, რომ მისი მხრიდან არ იყოს პროვოკაციები და იმედი მაქვს, ასეთი შემთხვევები აღარ იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Continue Reading

Previous: ხელისუფლება უნდა იდგეს მყარად, ქართველი სერგო ორჯონიკიძეები თავიანთ ბოლო “ტყვიებს ისრვიან” – ზურაბ ქადაგიძე
Next: ირაკლი ღარიბაშვილი დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025