Skip to content
25/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ლიპარტელიანი ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული ტურნეს ფორმატზე: გავცვლით აზრებს, მაქსიმალურად ვეცდებით ახალგაზრდების თხოვნები, იდეები, გავითვალისწინოთ – შეხვედრაზე დასწრებას QR კოდით შეძლებენ, ჩვენს გვერდზე იქნება ატვირთული, ნებისმიერ ადამიანს შეეძლება მოსვლა

მარშალ პრესი 27/03/2026
varlam liparteliani

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა, გადაცემაში „იმედის დღე“ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ რეგიონული ტურნეს დაწყებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

ვარლამ ლიპარტელიანმა ყურადღება გაამახვილა რეგიონული ტურნეს ფორმატზე და განაცხადა, რომ აღნიშნულ შეხვედრებზე მოხვედრას ნებისმიერი დაინტერესებული ახალგაზრდა ძალიან მარტივად შეძლებს.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრებზე მოხდება აზრების გაცვლა და მათი მხრიდან მაქსიმალური მზაობა ახალგაზრდების იდეების მხარდასაჭერად.

„შეხვედრაზე დასწრებას QR კოდით შეძლებენ. ჩვენს გვერდზე იქნება ატვირთული, ნებისმიერ ადამიანს შეეძლება მოსვლა, ძალიან მარტივად შეიძლება ამ ყველაფრის გაკეთება – სახელი-გვარი, მეილი, შესაბამისად ადამიანს მიუვა დასტური სად, როდის ტარდება შეხვედრა და შეეძლება მოსვლა.
რაც შეეხება უშუალოდ ფორმატს, გავცვლით აზრებს, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით მათი თხოვნები, მათ იდეები იქნეს გათვალისწინებული, ეს იქნება ადგილობრივ, მუნიციპალიტეტის დონეზე, რომელიმე ქალაქის დონეზე, დავეხმაროთ კომუნიკაციაში, მათთან ერთად შევხვდეთ მერიაში იქნება, თუ პარლამენტში და მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მათი იდეები და თხოვნები“,- განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

Post navigation

Previous: ვარლამ ლიპარტელიანი: ჩვენი მიზანი და მოტივაციაა მეტი კომუნიკაცია ახალგაზრდებთან, უფრო მეტად იყვნენ ჩართულები არა მარტო პოლიტიკურ პროცესში, არამედ ადგილობრივ დონეზე, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათი ქალაქის განვითარება
Next: გიორგი კალანდარიშვილი საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.