Skip to content
25/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტები ხელახლა განისაზღვრა. საქართველოს თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობა წინ მიიწევს – ნატოს გენმდივანი

მარშალ პრესი 26/03/2026
mark rutte

ნატოს მოკავშირეებმა 2024 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოსთან ურთიერთობების გარკვეულ ასპექტებს გადახედეს, თუმცა თანამშრომლობა ქვეყნის თავდაცვის ძალებთან წინ მიიწევს, – აღნიშნულია ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს 2025 წლის ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, ნატოს მრჩევლების დიდი გუნდი ქართველ პარტნიორებთან თავდაცვის შესაძლებლობების, პოტენციალის გაძლიერებისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდის მიმართულებით მუშაობს.

„მოკავშირეებმა განიხილეს ნატოს ჩართულობა საქართველოსთან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და მისი შემდგომი პერიოდის გათვალისწინებით. შედეგად, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტები ხელახლა განისაზღვრა, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ზოგი ასპექტის ჩათვლით. ამავდროულად, საქართველოს თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობა წინ მიიწევს, რაც მაისში ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებით დაგვირგვინდა. ნატოს სამეკავშირეო ოფისმა თბილისში, განაგრძო აქტიური ჩართულობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამივე პარტნიორთან“, – აღნიშნულია ანგარიშში.

Post navigation

Previous: ეკა სეფაშვილი პარლამენტართა აზიური ფორუმისა (AFPPD) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა
Next: დიდუბის რაიონში არსებული სკოლების გუნდებს შორის ფრენბურთის ამხანაგური ტურნირი დაიწყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.