Skip to content
25/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

როგორ შეიძლება ენჯეომ, ქვეყანაში ან ქვეყნის გარეთ, რომელიმე პოლიტიკოსმა გამოაცხადოს სამძიმარი ქართველი ხალხის მიმართ, პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, როდესაც იცის, რომ ხვალ მოუწევს ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიაში ჩართვა

მარშალ პრესი 26/03/2026
irakli kobakhidze2

როგორ შეიძლება ენჯეომ, ქვეყანაში ან ქვეყნის გარეთ, რომელიმე პოლიტიკოსმა გამოაცხადოს სამძიმარი ქართველი ხალხის მიმართ, პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, როდესაც იცის, რომ ხვალ მოუწევს ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიაში ჩართვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ვერც ენჯეოებმა და ვერც ცალკეულმა პოლიტიკოსებმა ვერ გამოუცხადეს სამძიმარი ქართველ ხალხს პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშრებით.

„პოლიტიკურად ძალიან მომგებიანი იქნებოდ მათთვის სამძიმრის გამოცხადება ქართველი ხალხისთვის, მაგრამ ეს არის სწორედ ის ძალა, რომელიც გეგმავდა საქართველოში ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანიებს. ეს დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. მათ ხვალაც უნდა გააგრძელონ ასთი კამპანიები, ხვალაც უნდა დაუპირისპირდნენ საქართველოში ეკლესიას და სხვა ინსტიტუტებს, რომლებსაც აქვთ გადამწყვეტი როლი ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში. აქედან გამომდინარე, მათ გაიხედეს წინ, დაინახეს წინ სამომავლო კამპანიები და მათი ნებისმიერი განცხადება, ნებისმიერი სამძიმარი პირდაპირ უპირისპირდება იმს ამომავლო გეგმებს, რომელთა აღსრულებაც მოუწევთ. ესენი ხომ არიან აგენტურა, ეს უცხოელი და ადგილობრივი პოლიტიკოსები აგენტურას წარმოადგენენ და როგორ შეიძლება ენჯეომ, ქვეყანაში ან ქვეყნის გარეთ, რომელიმე პოლიტიკოსმა გამოაცხადოს სამძიმარი ქართველი ხალხის მიმართ, პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, როდესაც იცის, რომ ხვალ მოუწევს ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიაში ჩართვა. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ვერც ენჯეოებმა გაიმეტეს სამძიმრის გამოცხადება ქართველი ხალხისთვის და ვერც მათმა მეგობრებმა ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: „გამჭვირვალობის კანონის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის შეჩერება იყო, მთელი რადიკალური ოპოზიცია, „ენჯეოების“ ჩათვლით, პასუხისმგებელია იმ კამპანიებზე, ასეთ დროს, მათი ნიანგის ცრემლები ტაძარში ვერ მისვლაზე, თან, როცა შეეძლოთ შესვლა დაკრძალვის დღესაც, ცარიელი ფარისევლობაა
Next: პრემიერი ოპოზიციაზე – მათი ადგილი სინამდვილეში იქ არის, სადაც დღეს არიან, ეს არის აუტსაიდერის პოზიცია არა მარტო პოლიტიკაში, არამედ საზოგადოებაში, ისინი არიან აუტსაიდერები ქართულ საზოგადოებაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.