Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენგან დღემდე ითხოვენ სანქციების დაწესებას, თვითონ უნდა გაყიდონ ღვინო, ისე, რომ საერთოდ არ აწარმოებენ ამ პროდუქტს, ევროპასა და რუსეთს შორის ვაჭრობა შეადგენს მილიარდებს, ჩვენ სანქციები უნდა დავაწესოთ, ამიტომ აღარ აქვს ფასი ქართული საზოგადოებისთვის ევროპული ბიუროკრატიის განცხადებებს, რადგან ყველა ხედავს ამ სიყალბეს და ორმაგ სტანდარტებს

მარშალ პრესი 26/03/2026
irakli kobakhidze

ჩვენთვის მთავარია, რომ გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა – ეს პოლიტიკა გულისხმობს იმას, რომ სანქციები არ დაგვიწესებია, მაგრამ არც სანქციების გვერდის ავლას ვუშვებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ დროს ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს ევროპული ბიუროკრატია.

„ჩვენთვის მთავარია, რომ გვაქვს პრინციპები და ამ პრინციპების მიხედვით ვმოქმედებთ, რასაც არ აკეთებს ევროპული ბიუროკრატია. ეს ორმაგი სტანდარტები სწორედ უპრინციპობის გამოხატულებაა. ჯერ კიდევ 2022 წელს, როდესაც ახალი დაწყებული იყო ომი, ლიეტუვიდან და ლატვიიდან 4-ჯერ მეტი ღვინო გადიოდა თითოეულიდან რუსეთში, ვიდრე საქართველოდან. არც ერთი არ არის ღვინის მწარმოებელი ქვეყანა. რეალურად, ხორციელდებოდა რეექსპორტი, რასაც სოციალური დატვირთვაც ნაკლებად ჰქონდა ამ ორი ქვეყნისთვის, მაგრამ ჩვენგან ბოლომდე ითხოვდნენ და დღემდე ითხოვენ სანქციების დაწესებას. თვითონ უნდა გაყიდონ ღვინო, ისე, რომ საერთოდ არ აწარმოებენ ამ პროდუქტს და ჩვენი ფერმერებისთვის, მევენახეებისთვის, მეღვინეებისთვის არ შეიძლება რუსეთში ღვინის გაყიდვა. ამასაც ხედავს ჩვენი საზოგადოება.

აქ ყველაფერი ძალიან მარტივად არის. ევროპასა და რუსეთს შორის ვაჭრობა შეადგენს მილიარდებს, ჩვენ სანქციები უნდა დავაწესოთ. ყველაფერი დღესავით ნათელია და ამიტომ აღარ აქვს ფასი ქართული საზოგადოებისთვის ევროპული ბიუროკრატიის განცხადებებს, რადგან ყველა ხედავს ამ სიყალბეს და ორმაგ სტანდარტებს, რასაც ეფუძნება ყოველ ჯერზე მათი გადაწყვეტილებები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებმა პირდაპირ გამოაცხადეს, რომ მათთვის მედიის თავისუფლება საერთოდ არ არსებობს
Next: საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, ვაშინგტონში “ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის“ პრეზიდენტს ვალერი ჰაბერს, “ოჯახების მსოფლიო კონგრესის” პრეზიდენტს ბრაიან ს. ბრაუნს და მათ დელეგაციას შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.