Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დავით მათიკაშვილი ელენე ხოშტარიაზე: ვერანაირი პოლიტიკური მანტია ვერ იქნება ინდულგენცია ვერავისთვის

მარშალ პრესი 24/03/2026
david matikashvili

ვერანაირი პოლიტიკური მანტია ვერ იქნება ინდულგენცია ვერავისთვის, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ელენე ხოშტარიაზე საუბრისას.

მისივე თქმით, თუკი პირი შეგნებულად არ იხდის დაკისრებულ გირაოს, ბუნებრივია, რომ მის მიმართ ამოქმედდება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.

„თუკი შეგნებულად არ იხდი გირაოს, ბუნებრივია, რომ შენს მიმართ მოქმედებს ის სისხლის სამართლებრივი განაწესი, რომელიც გულისხმობს ნაკლებად მკაცრი ღონისძიების, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლას. ცხადია, რომ ეს არის ის უეჭველი შედეგი ქმედებისა, რომელსაც დიდი განჭვრეტადობა არ სჭირდება. ეს მოცემულობა სჭირდებათ იმისთვის, რომ ხალხს აჩვენონ როგორ იჩაგრებიან საქართველოში ადამიანები და როგორ ხდება მათზე ზეწოლა. იმას კი არ ამბობენ, რომ ხოშტარია სწორედ იმიტომ არის დღეს პენიტენციურ დაწესებულებაში, რომ მან არ გადაიხადა მის მიმართ შეფარდებული მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

Post navigation

Previous: მდიდარი ენჯეოები, რადიკალური ოპოზიცია და აქტივისტების ნაწილი, დაკავებული იყვნენ საპატრიარქოს ლანძღვა-გინებით – ლევან მაჭავარიანი
Next: სად იყო კაია კალასის სამძიმარი, რომელიც თითქოს, დღე-ღამე ქართველ ხალხზე ფიქრობს, ხანდახან 50 კაცის მიტინგებს ხედავენ საქართველოში და იმას უცხადებენ სოლიდარობას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.