Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში ქართულ-ფრანგული სტრატეგიული დიალოგის ფორმატში იმყოფებოდა

მარშალ პრესი 24/03/2026
6060

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, პაატა პატიაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში,  ქართულ-ფრანგული სტრატეგიული დიალოგის ფორმატში იმყოფებოდა. პაატა პატიაშვილსა და დელეგაციის წევრებს  გენერალ ლეიტენანტმა ერიკ პელტიემ უმასპინძლა. შეხვედრაზე  საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში პარტნიორობის  მნიშვნელობასა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. 

დიალოგის ფარგლებში განიხილეს მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ იმედი  გამოთქვა, რომ საფრანგეთთან და დასავლელ პარტნიორებთან ორმხრივი კავშირები გაგრძელდება და კიდევ უფრო გაფართოვდება.

 

Post navigation

Previous: ჯაბა ხუბუა: ურსულა ფონ დერ ლაიენის პოლიტიკური შვილები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ შვილებს ვერ უკარნახებენ, როგორ უნდა იცხოვროს და რა გზით იაროს საქართველომ
Next: საქართველო მსოფლიოს სთავაზობს სტაბილურ, პროგნოზირებად და კონკურენტულ გარემოს ინვესტიციებისა და ბიზნესის გაფართოებისთვის, ამ წინსვლის მთავარი მაჩვენებელი ჩვენი ფინანსური სექტორის სტაბილურობა და ეროვნული ვალუტის სიმტკიცეა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.