Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გვარამია შე ქათამო! რომელ საშვებზე ლაპარაკობ, მისვლა ვერ გაბედე, ის მილიონი ქართველი, თუ მეტი, რომელიც რიგში იდგა უწმინდესთან გამოსამშვიდობებლად იცოდი, რომ არ მიგიღებდა

მარშალ პრესი 23/03/2026
giorgi zerekidze

ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „პატრიარქის უამრავ ნამდვილ ჭირისუფალს არ მისცეს შესაძლებლობა სამებაში მოხვედრის და ილია მეორესთან გამომშვიდობების – „მე ავაშენე, ჩემია და ვისაც მინდა იმას შემოვუშვებ“ – ეს ეწერა ივანიშვილს სახეზე“.

გიორგი ზერეკიძე გვარამიას ქათამს უწოდებს და აცხადებს, რომ მან სამებაში მისვლაც ვერ გაბედა, რამდენადაც მას ხალხი არ მიიღებდა, წლების განმავლობაში ილია მეორისადმი მიყენებული შეურაცხყოფის გამო.

„ გვარამია შე ქათამო! რომელ საშვებზე და რა საშვებზე ლაპარაკობ, მისვლა ვერ გაბედე, ის მილიონი ქართველი თუ მეტი რომელიც რიგში იდგა უწმინდესთან გამოსამშვიდობებლად, იცოდი, რომ არ მიგიღებდა და ვერ ჩადგებოდი ამ ხალხში რომ ვითომ ძაან მწუხარე გეთამაშა! შენ და შენნაირებმა წლები აყენეთ შეურაცხყოფა ჩვენს სულიერ მამას და მთელი დანჩენილი ცხოვრება ყველგან გაგახსენებთ და გაგახსენებენ ამას! ვითომ ძალიან განიცადეს ამ გარეწრებმა, რა შეურაცხყოფას არ აყენებდნენ უწმინდესს…“- წერს გიორგი ზერეკიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: სამების ტაძარში პანიკის შექმნის მიზნით, არასრულწლოვანმა ცრუ სატელეფონო ზარი განახორციელა და ამბობდა, რომ ტერაქტს მოაწყობდა
Next: ცესკოს სხდომაზე ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.