Skip to content
08/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დავით ქართველიშვილი: უწმინდესის პირადი დაცვის ბიჭების მიერ მასთან დამშვიდობებაზე ორმაგ ემოციურ ტალღაში მოვყევი, პროფესიულ და ადამიანურში

მარშალ პრესი 22/03/2026
DAVID KARTVELISHVILI

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პატრიარქის დაკრძალვის ერთ-ერთ ემოციურ ეპიზოდს აღწერს, როცა უწმინდესს მისი პირადი დაცვის წევრები გამოემშვიდობნენ. ემოციური სცენის აღწერის პარალელურად, დავით ქართველიშვილმა საეკლესიო მემატიანის მიერ ჩვენამდე მოსული ერთი ცნობაც ახსნა, რომელიც დავით აღმაშენებლისა და სავარაუდოდ მისი დაცვის წევრებს უკავშირდება.

„სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში შვიდი წელი ვიმუშავე – სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესის პირადი დაცვის ბიჭების მიერ მასთან დამშვიდობებაზე ორმაგ ემოციურ ტალღაში მოვყევი, პროფესიულ და ადამიანურში. ბევრისთვის ალბათ უცნობ ამბავს მოვყვები. წმ. შიო მღვიმელის მონასტერში, მთავარი, ყველაზე დიდი ტაძარი – ღვთისმშობლის მიძინების, წმ. დავით აღმაშენებლის აშენებულია. როდესაც მოხვდებით შიგნით, სახით საკურთხეველთან დადექით, და ხელმარჯვნივ კუთხეში, სამი საფლავია. საუკუნეებმა წარწერები წაგვიშალა, თუმცა არც ის ვიცით, ჰქონდათ თუ არა საერთოდ. სამაგიეროდ, საეკლესიო მემატიანემ შეგვინარჩუნა მათი ვინაობა – წმ. დავით მეფის პირადი დაცვის წევრებია დასვენებული. ეტყობა ერთ-ერთი ბრძოლის დროს გადაეფარა სამივე თავის საყვარელ „დასაცავ პირს”, ხოლო წმინდა დავითმა ასეთი პატივი მიაგო მათ ნეშტებს – უშუალოდ საკურთხევლის წინ მიაბრძანა წმინდა მიწას,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: – შენდობა უნდა ვთხოვოთ მის უწმინდესობას ყველაფრისთვის, რაშიც გული ვატკინეთ, რაც ვერ გავაკეთეთ ისე, როგორც მას სურდა – მეუფე შიო
Next: სავალან მირზოევი: ქართველი ხალხის მწუხარება, აზერბაიჯანელებმა საკუთარ ტკივილად მიიღეს. რამაზანის ტრადიციული დღესასწაულის ღონისძიებების გაუქმებაც, ამ პატივისცემისა და მორალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ უმაღლეს გამოხატულებად დარჩა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.