Skip to content
18/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის შავკატ მირზიოევის სამძიმრის წერილი მიიღო

მარშალ პრესი 20/03/2026
055
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის შავკატ მირზიოევის სამძიმრის წერილი მიიღო.
უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო და გამოხატავს თანაგრძნობას მთავრობის მეთაურისა და  ქართველი ხალხის მიმართ.
„ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების სამწუხარო ამბავი.
დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხის გულებში სამუდამოდ დარჩება ამ გამორჩეული ადამიანის – სამშობლოს ერთგული და თავდადებული  შვილის – ნათელი ხსოვნა, რომელმაც ღირსეული წვლილი შეიტანა რელიგიური შემწყნარებლობის, მშვიდობისა და ეროვნული თანხმობის განმტკიცებაში, ჰუმანიზმის მაღალი იდეალების აქტიურად პოპულარიზაციასა და საზოგადოების სულიერი საფუძვლების განმტკიცებაში.
ამ რთულ და მწუხარე დღეებში, ჩემი და მრავალეროვნული ქვეყნის – უზბეკეთის ხალხის სახელით, გამოვხატავ გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას თქვენი და მეგობარი ქართველი ხალხის მიმართ. ღრმა თანაგრძნობით“, – აღნიშნულია  უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.

Post navigation

Previous: აჭარის მთავრობის შენობაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ფოტო განთავსდა
Next: 22 მარტის ღამის 2 საათიდან დილის 8 საათამდე, სამების ტაძარი დაიკეტება, რათა მომზადდეს პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.