IMG.GE ___________________________________ IMG.GE

“მთავარი არხი”-ს ხელმძღვანელმა ნიკა გვარამიამ, ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი და გამოეხმაურა გადაცემა “რეაქცია”-ში, გიორგი შაქარაშვილის მეგობრების სტუმრობას. გვარამიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ოპოზიციური არხებისგან განსხვავებით, მათ უფრო მეტი აუდიტორია ჰყავთ, რატომღაც ვერ ახერხებენ,  ეთერში მიიწვიონ გიორგი შაქარაშვილის ახლობლები ან მისი გარემოცვის წევრები.

მინდა ვკითხო ჩვენს კოლეგებს ოპოზიციური არხებიდან, როგორ ახერხებდნენ ყოლოდათ რესპოდენტებად მაგალითად პანდემიის სამთავრობო ექიმები, ან ახლა შაქარაშვილის საქმეზე ნებისმიერი ადვოკატი ან სხვა ფიგურანტი? აი ისინი, მთავარ არხზე მოსვლა რომ აკრძალული აქვთ, ცხადია, მთავრობის მიერ და ფეხს ვერ შემოადგმევინებ ვერას გზით.

როგორ ახერხებთ, კოლეგებო? ქებათა ქება თქვენს ნიჭსა და პროფესიულ უნარებს! ჩვენ, მაგალითად, შაქარაშვილის მეგობრებთან, მასწავლებლებთან, თანაგუნდელებთან შეხებაც კი აკრძალული გვაქვს, არა და, (ჯანდაბას, ჩემ სუბიექტურობას დავაბრალოთ), საქმე ჩვენ ამოვწიეთ, ჩვენ გავხსენით ლამის და დღე და ღამეს ვასწორებთ, რომ ბოლომდე მივიყვანოთ.

შედეგი: აგრესია ოჯახის, ხელისუფლების, ადვოკატების, რა ვიცი კიდე, ბებიების, ბაბუების, მეზობლების, არსებულების თუ არარსებულების მხრიდან…

ps გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი სატელევიზიო აუდიტორია ორჯერ აღემატება ყველა დანარჩენი ოპოზიციური ტელევიზიის აუდიტორიების ჯამს, ხოლო ინტერნეტ აუდიტორია – სამჯერ. ასე რომ, რაციონალური ახსნა ზემოთ მოყვანილს ვერ ექნება. უფრო ნიჭის და უნარების ნაკლებობას ვვარაუდობ ჩვენ მხარეს. ან იქნებ რამე ჯადო ან შელოცვაა და არ ვიცი?”– დაწერა ნიკა გვარამიამ, რასაც ინგა გრიგოლია გამოეხმაურა და მათ შორის დიალოგი უკვე კომენტარებში გაგრძელდა, რასაც უცვლელად გთავაზობთ:


კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება