Skip to content
08/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ზაალ მიქელაძე: პატრიარქმა შეძლო უმთავრესი მისიის შესრულება: გვასწავლა ღვთისა და ადამიანის სიყვარული და ზეციურ დასს შეერთებული გაგვინათებს მომავლის იმედს

მარშალ პრესი 20/03/2026
zaal mikeladze

„ამ მწუხრის დღეებში, ჩვენი ქვეყნის შვილებმა ერთად გავიაზრეთ ნახევარი საუკუნის მანძილზე მისგან ნაქადაგები ყოველი სიტყვა,“ – წერს სოცაილურ ქსელში „ხალის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე პატრიარქის გამოსამშვიდობებელ პოსტში.

ზალ მიქელაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პატრიარქის უდიდესი ღვაწლი აისახა მრევლის სიმრავლეში, რომელიც ულევ ნაკადად სამების საკათედრო ტაძრისკენ მასთან გამოსამშვიდობებლად მიემართება.

„გვიყვარხარ პატრიარქო!

საქართველომ დაკარგა ერის სულიერი მამა. თითოეული ჩვენგანი ამ მწუხარების ჟამს სიამაყითაც აღივსო, რომ ჩვენ ვართ მისი უწმინდესობის, საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს თანამედროვეები.

ამ მწუხრის დღეებში, ჩვენი ქვეყნის შვილებმა ერთად გავიაზრეთ ნახევარი საუკუნის მანძილზე მისგან ნაქადაგები ყოველი სიტყვა…

სიყვარული და სათნოება მოფინა ჩვენს სამშობლოს და სრულიად მართლმადიდებელ ქრისტიანულ სამყაროს. ვხედავ რა, ჩვენი ხალხის ულევ ნაკადს მისი უწმინდესობის გამოსამშვიდობებლად დღე-ღამე რიგში მდუმარედ მდგომს, ვაცნობიერებ, რომ, პატრიარქმა შეძლო ამქვეყნად ხორცშესხმულმა უმთავრესი მისიის შესრულება: გვასწავლა ღვთისა და ადამიანის სიყვარული და ზეციურ დასს შეერთებული გაგვინათებს მომავლის იმედს. მადლობა პატრიარქო!“ – წერს ზაალ მიქელაძე.

Post navigation

Previous: საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა
Next: დიმიტრი სამხარაძე: სიკვდილითაც დაგამარცხათ ერის მამამ, ყველა მანქურთი, მყრალი ენჯეოშნიკი, ურწმუნო ფაშისტ-ლიბერალები – ერი სამების ტაძარში, ხოლო, მაჯლაჯუნები რუსთაველზე!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.