Skip to content
17/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

“რადიო თავისუფლების“ ცნობით, ჩეხეთი უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღებას გეგმავს

მარშალ პრესი 19/03/2026
czech

“რადიო თავისუფლების“ ცნობით, ჩეხეთი უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღებას გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციით, “უცხოეთთან კავშირების მქონე სუბიექტების რეგისტრაციის შესახებ“ ტექსტი, რომლის მიხედვითაც ყველა ორგანიზაცია, მათ შორის სახელმწიფო უწყებებიც, რომლებიც იღებენ გრანტებს ევროკავშირის ფონდებიდან ან სხვა ქვეყნებიდან, ვალდებულნი იქნებიან დარეგისტრირდნენ სპეციალურ ბაზაში. დოკუმენტი ითვალისწინებს ჯარიმებს 15 მილიონ კრონამდე (დღევანდელი კურსით დაახლოებით 700 ათას აშშ დოლარზე მეტი) ან შემოსავლის/ბრუნვის 10%-მდე.

ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას კანონპროექტი შეაჩეროს. ლიბერალურმა ჩეხურმა „მეკობრეების პარტიამ“ მას რუსული კანონის ასლი უწოდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ კანონპროექტი უცხოური დაფინანსების შემთხვევაში სავალდებულო რეგისტრაციის შესახებ შეტანილია ჩეხეთის მთავრობის პროგრამულ დეკლარაციაში. დოკუმენტი ითვალისწინებს საჯარო რეესტრის შექმნას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ხოლო „ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას და ფინანსდებიან საზღვარგარეთიდან, დაწესდება ვალდებულება გამჭვირვალედ მიუთითონ ეს ფაქტი“.

Post navigation

Previous: ტულსი გაბარდი ამერიკული პოლიტიკის იზოლაციონისტურ ფრთას წარმოადგენს. მისი პოზიცია დასუსტდა – თამარ ჩერგოლეიშვილი
Next: დავით ქართველიშვილი: უკანასკნელ ორ საუკუნეში, საქართველო უკვე მეორე ბუმბერაზ ილიას ემშვიდობება – რათა ცათა სასუფეველში მოიპოვოს სათავისოდ დიდი ზეციური მეოხი და მლოცველი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.