Skip to content
08/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველო ემშვიდობება სულიერ წინამძღვარს, რომლის ღვაწლი განუზომელია და რომლის ხსოვნა განუყოფლად დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და თითოეული ადამიანის გულში – პაატა სალია

მარშალ პრესი 19/03/2026
paata salia

საქართველო ემშვიდობება სულიერ წინამძღვარს, რომლის ღვაწლი განუზომელია და რომლის ხსოვნა განუყოფლად დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და თითოეული ადამიანის გულში, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია.

როგორც ის აღნიშნავს, პატრიარქის წინამძღოლობით საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეასრულა განსაკუთრებული მისია საზოგადოების სულიერი კონსოლიდაციის პროცესში.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

ნახევარი საუკუნის განმავლობაში ილია II იყო ქართველი ერის სულიერი მამა და ერთიანობის სიმბოლო. ქარტეხილებით სავსე ეპოქაში, როდესაც საზოგადოებას განსაკუთრებით სჭირდებოდა სიმტკიცე, იმედი და ზნეობრივი საყრდენი, პატრიარქმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რწმენის აღორძინებასა და ერის სულიერ გამთლიანებაში.

მისი წინამძღოლობით საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეასრულა განსაკუთრებული მისია საზოგადოების სულიერი კონსოლიდაციის პროცესში და იქცა იმ საყრდენად, რომელმაც განსაცდელის წლებში გააძლიერა რწმენა, შეინარჩუნა ზნეობრივი საფუძვლები და გააერთიანა საზოგადოება საერთო ღირებულებების გარშემო.

საქართველო ემშვიდობება სულიერ წინამძღვარს, რომლის ღვაწლი განუზომელია და რომლის ხსოვნა განუყოფლად დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და თითოეული ადამიანის გულში.

ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, სასულიერო პირებს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და მთელ ქრისტიანულ სამყაროს.

საუკუნოდ იყოს მისი ხსოვნა“, – წერს პაატა სალია.

Post navigation

Previous: ილია მეორის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
Next: გამოცემა El País-მა ურსულა ფონ დერ ლაიენი, კაია კალასი და მარკ რუტე ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ბრიუსელის ყველაზე ცუდ ლიდერებად მოიხსენია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.