Skip to content
16/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თქვენო უწმინდესობავ! თქვენივე სწავლებით ჩვენ გავაგრძელებთ ლოცვა-კურთხევის აღებას თქვენგან, რომ ახლა უკვე ზეციური საქართველოდან დალოცოთ თქვენი მრევლი და თქვენი სამშობლო!!

მარშალ პრესი 18/03/2026
guram macharashvili

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს სამძიმრის წერილს და იხსენებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სწავლებას:

„ამ მძიმე წუთებში ნუგეშად შეგვიძლია გავიხსენოთ მისი უწმინდესობის ქადაგებები, სადაც იგი ბრძანებდა, რომ სიკვდილი სიცოცხლის გაგრძელებაა და ამიტომ, ამ ქვეყანაში უნდა გვეცხოვრა ისე, რომ თავის დროზე პირნათელი წარვმდგარიყავით ჩვენი წინაპრების წინაშე ზეციურ საქართველოში!! ამის მაგალითი უწმინდესის ცხოვრებაა!“ – წერს გურამ მაჭარაშვილი.

დეპუტატის სიტყვებით, ამ მძიმე წუთებში უნდა გავიხსენოთ ილია მეორის ქადაგებები და სწავლება.

„კიდევ ერთხელ დავრწმუნდით რა ახლოსაა სიცოცხლე და სიკვდილი“. ამ მძიმე წუთებში ნუგეშად შეგვიძლია გავიხსენოთ მისი უწმინდესობის ქადაგებები, სადაც იგი ბრძანებდა, რომ სიკვდილი სიცოცხლის გაგრძელებაა და ამიტომ, ამ ქვეყანაში უნდა გვეცხოვრა ისე, რომ თავის დროზე პირნათელი წარვმდგარიყავით ჩვენი წინაპრების წინაშე ზეციურ საქართველოში!! ამის მაგალითი უწმინდესის ცხოვრებაა!

მის ქადაგებებში ასევე ვისმენდით, რომ ჩვენ შეგვეძლო გარდაცვლილ ახლობლებთან გვესაუბრა ისე, როგორც ცოცხლებთან.
თქვენო უწმინდესობავ! თქვენივე ამ სწავლებით ჩვენ გავაგრძელებთ ლოცვა-კურთხევის აღებას თქვენგან, რომ ახლა უკვე ზეციური საქართველოდან დალოცოთ თქვენი მრევლი და თქვენი სამშობლო!!“ – წერს გურამ მაჭარაშვილი.

Post navigation

Previous: თამარ ჩიბურდანიძე: პატრიარქმა დაამსხვრია ყველა სკეპტიკოსი დემოგრაფის აზრი და მსოფლიოს აჩვენა, როგორ შეიძლება ერის გენოფონდის გადარჩენა ფინანსების გარეშე, რწმენით და სიყვარულით
Next: სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებ ჩვენი ერის სულიერი მამის გარდაცვალებას – პრემიერი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.