Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კახა კალაძე: მთელი საქართველო გლოვობს სულიერი მამის გარდაცვალებას – ადამიანის, რომლის ღვაწლი ქვეყნისა და ერის ცხოვრებაში ფასდაუდებელია

მარშალ პრესი 18/03/2026
Capture

„ილია მეორე იყო და რჩება ერის ერთიანობის სიმბოლოდ“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მანვე, დედაქალაქის მთავრობის წევრებთან ერთად, პატრიარქის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

„დღეს მთელი საქართველო გლოვობს სულიერი მამის გარდაცვალებას – ადამიანის, რომლის ღვაწლი ქვეყნისა და ერის ცხოვრებაში ფასდაუდებელია. მისი მოღვაწეობა იყო სიყვარულის, თავმდაბლობის, მოთმინების და მსახურების საოცარი მაგალითი. ილია მეორე იყო და რჩება ერის ერთიანობის სიმბოლოდ, მისი გარდაცვალება საქართველოს და მის სულიერ შვილებს კი ძალიან დიდხანს გაგვყვება მოუშუშებელ ჭრილობად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აღნიშნა პატრიარქის როლი ქართული მართმადიდებლური ეკლესიის აღდგენა-გაძლიერების გზაზე.

„უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შეძლო ბოლშევიკური ტალღის შემდეგ შევიწროებული ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ნაბიჯ-ნაბიჯ აღდგენა და გაძლიერება, ერში სულიერების ამაღლება. მისი მმართველობის პირობებში საქართველოს საპატრიარქო იყო არამხოლოდ სულიერების, არამედ ეროვნული ცნობიერების ფორმირებისა და ქართული კულტურის განვითარების მნიშვნელოვანი ცენტრი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 

Post navigation

Previous: ისღა დაგვრჩენია, ერის მამის წასვლის შედეგად თითოეულ ქართველზე დაკისრებულ მძიმე პასუხისმგებლობებს თვალი ღირსეულად გავუსწოროთ და დიდი პატრიარქის საქმე და ხსოვნა წმინდად შევუნახოთ მომავალ თაობებს
Next: სოზარ სუბარი: მთელი ცხოვრება იღვაწა პატრიარქმა თითოეული ჩვენგანის სულის გადასარჩენად. დღეს, როცა ჩვენი პატრიარქი მარადისობაში გადავიდა, ჩვენი ჯერია — სრულიად საქართველომ ერთად ვილოცოთ მისი სულისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.