IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო პარლამენტს ულოცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის მიღებას. ამის შესახებ განცხადება ამერიკის საელჩოს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

“ეს კანონი განსაზღვრავს მთავრობის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ გაეროს კონვენციის შესრულების ფუნდამენტურ პრინციპებს და განმარტავს ამ სფეროში მთავრობის როლსა და პასუხისმგებლობებს.

ამ კანონის ეფექტურ აღსრულებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა სრულყოფილი მონაწილეობა მიიღონ საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სიამაყით თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, პარლამენტსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა შეძლონ ადამიანის ყველა უფლებითა და თავისუფლებით სრულად და თანასწორად სარგებლობა.

ახლა, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში აღვნიშნავთ შეზღუდული შესაძლებლობის აქტის მიღების 30 წლისთავს, ვიხსენებთ პრეზიდენტ ჯორჯ ჰ. უ. ბუშის სიტყვებს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ნებისმიერი კაცი, ქალი თუ ბავშვი ახლა თავისუფლად შეაღებს თანასწორი დამოუკიდებელი და თავისუფალი მომავლისკენ მიმავალ კარს, რომელიც აქამდე დახურული იყო”. – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება