Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დიმიტრი ხუნდაძე: დღეს, პარლამენტს აქვს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და ლეგიტიმაცია

მარშალ პრესი 17/03/2026
dimitri khundadze

პარლამენტის საქმიანობასა და მიმდინარე საკანონმდებლო პროცესებზე ისაუბრა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენებაზე გააკეთა კომენტარი. მისი განცხადებით, პარლამენტი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს და მაღალი ლეგიტიმაციით სარგებლობს.

„პარლამენტი არჩეულია ქართული საზოგადოების მიერ, რაც მის მაღალ ლეგიტიმაციას განაპირობებს,“ — აღნიშნა დეპუტატმა და განმარტა, რომ საკანონმდებლო ორგანოში დაბალანსებულად არის წარმოდგენილი ოპოზიციაც.
მისივე თქმით, გიორგი გახარიას პარტია პარლამენტში „გაურკვეველი და გზას აცდენილი“ პოზიციით არის წარმოდგენილი.

 

„დღეს პარლამენტს აქვს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი — კანონებს იღებს ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევს. პარლამენტი არჩეულია ქართული საზოგადოების მიერ, რაც, რა თქმა უნდა, მის მაღალ ლეგიტიმაციასაც განაპირობებს. ასევე, პარლამენტში წარმოდგენილია ოპოზიცია.

პარლამენტის თავმჯდომარემ სწორად აღნიშნა გახარიას პარტიის გაურკვეველი, გზას აცდენილი შემოსვლა პარლამენტში, რადგან თავდაპირველად ისინი გარედან ცდილობდნენ პარლამენტის დისკრედიტაციას, შემდეგ კი თავადვე შევიდნენ პარლამენტში და ახლა მათივე თქმით, არალეგიტიმურ პარლამენტში მუშაობენ — თუ ამას მუშაობა ჰქვია.

არაუშავს, იყვნენ — ისმოდეს მათი ხმაც, საზოგადოება მათ უკეთ გაიცნობს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა რეგლამენტის ახალ ცვლილებებზე, რაც ითვალისწინებს, რომ პრემიერ-მინისტრი პარლამენტს უფრო ხშირად ეწვევა, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს კანონპროექტების განხილვა და ეს პროცესი, ზოგადად, დინამიკურ რეჟიმში ვითარდება, მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემმა გუნდმა — „ხალხის ძალამ“ — კონკრეტულ კანონპროექტს მხარი არ დავუჭირეთ, ჩვენი პოზიცია მკაფიოდ დავაფიქსირეთ. გარკვეულწილად მივაღწიეთ შედეგსაც, თუმცა სრულად — ვერა,”—განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Post navigation

Previous: იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, ტყიბულში განვითარებული სტიქიის შედეგად დაზარალებული პირები საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ
Next: ვინც უწმინდესის მდგომარეობაზე ქილიკობს და ჩვენი მწუხარების პოსტებს აჰაჰავებს, ყველა დაიმახსოვრეთ და სადაც შეგვხვდებიან სახეში შეაფურთხეთ – სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მოწოდებაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.