IMG.GE IMG.GE

დღეიდან დახურულ სივრცეში, ტაქსსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილების თანახმად, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას – 500 ლარით. პირბადის ტარება სავალდებულოა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროთი და ტაქსით მგზავრობის დროსაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ წესის დამრღვევი დაჯარიმდება 20 ლარით.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება