Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ღიად მონაწილეობს საჯარო დებატებში პრაქტიკულად ყველა ოპონენტთან – ეს არის დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის დემონსტრირება, როდესაც ქვეყნის პირველი პირი მზად არის საჯარო დისკუსიისთვის ნებისმიერ თემაზე და ნებისმიერ ოპონენტთან

მარშალ პრესი 17/03/2026
nikoloz metreveli

დღეს, ქართულ თანამედროვე პოლიტიკაში აშკარად იკვეთება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ღიად მონაწილეობს საჯარო დებატებში პრაქტიკულად ყველა ოპონენტთან, მათ შორის იმ პოლიტიკოსებთანაც, რომლებსაც ჩვენი საზოგადოება საერთოდ არ იცნობს, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, წერს სოციალურ ქსელში.

მეტრეველის განცხადებით, პრემიერის ქმედება „არის დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის დემონსტრირება“ და ზოგიერთი ევროპელი ლიდერისგან განსხვავებით, რომლებიც დებატების მსგავს ფორმატს გაურბიან ირაკლი კობახიძის ღიაობა კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდის მის მზაობას არგუმენტირებული დიალოგისთვის.

„დღეს, ქართულ თანამედროვე პოლიტიკაში აშკარად იკვეთება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ღიად მონაწილეობს საჯარო დებატებში პრაქტიკულად ყველა ოპონენტთან, მათ შორის იმ პოლიტიკოსებთანაც, რომლებსაც ჩვენი საზოგადოება საერთოდ არ იცნობს.

პრემიერის ეს ნაბიჯი მხოლოდ პიარული ჟესტი არ არის. ეს არის დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის დემონსტრირება. როდესაც ქვეყნის პირველი პირი მზად არის საჯარო დისკუსიისთვის ნებისმიერ თემაზე და ნებისმიერ ოპონენტთან, ნიშნავს, რომ ხელისუფლება არ გაურბის კითხვებს, კრიტიკას და პასუხისმგებლობას.
სამწუხაროდ, რეალობა ისიც არის, რომ ბევრ ევროპულ ქვეყანაში ე.წ. დემოკრატიული ლიდერები მსგავს ფორმატში დებატებს ხშირად არ თანხმდებიან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოპონენტები ან ჟურნალისტები მათთვის არაპოპულარულ კითხვებს სვამენ. ამ ფონზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ასეთი ღიაობა კიდევ უფრო გამოკვეთილად აჩვენებს პოლიტიკურ თავდაჯერებულობას და მზადყოფნას არგუმენტირებული დიალოგისთვის“,- წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

Post navigation

Previous: “მელკი ქურდბაცაცა” ფაქტზე წაასწრეს და მოპარული ფულის დაბრუნებასთან ერთად ბოდიშებიც ბევრი იხადა, ოღონდ არ დამიჭიროთო
Next: ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ინტენსიური მკურნალობა მიმდინარეობს . იმედი უნდა ვიქონიოთ და ვილოცოთ, რომ პატრიარქი გამოჯანმრთელდეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.