Skip to content
10/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საზოგადოებას შეეძლება, შემოიყვანოს 6 წლამდე ზევით ავტომობილი, ოღონდ გადაიხდის სხვა ბაჟს. 0-დან 6 წლამდე რჩება ისე, როგორც იყო გათვლილი ინიციატივის დროს – ასე, რომ ეს კანონპროექტი გამოვა განსახილველად

მარშალ პრესი 16/03/2026
irakli kircxalia

საზოგადოებას შეეძლება, შემოიყვანოს ექვს წლამდე ზევით ავტომობილი, ოღონდ გადაიხდის სხვა ბაჟს. 0-დან 6 წლამდე რჩება ისე, როგორც იყო გათვლილი ინიციატივის დროს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.

მან ისაუბრა მიმდინარე კვირაში განსახილველ საკანონმდებლო ინიციატივებზე. მისივე თქმით, ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით კანონპროექტს განსახილველად გამოიტანენ.

„ყველას გახსოვთ პრემიერის გადაწყვეტილება, როდესაც გაუქმდა ის აკრძალვა – პირველ აპრილამდე ექვს წელზე ზემოთ ავტომობილების შემოყვანაზე და შეიცვალა საკითხით, რომელიც დაარეგულირებს, კერძოდ, კოდექსში შევა ცვლილება და გაიზრდება აქციზის გადასახადი. ასე, რომ არანაირი აკრძალვა აღარ იმოქმედებს. საზოგადოებას შეეძლება, შემოიყვანოს ექვს წლამდე ზევით ავტომობილი, ოღონდ გადაიხდის სხვა ბაჟს. 0-დან 6 წლამდე რჩება ისე, როგორც იყო გათვლილი ინიციატივის დროს. ასევე, მინდა შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მომავალზე, ჯანდაცვაზე, გარემოზე, განახლებულ ავტოპარკზე და გვინდა, რომ განახლდეს ავტოპარკი; როდესაც ვსაუბრობთ მოძველებულ ავტოპარკზე ასეთი სახის რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია. ასე, რომ ეს კანონპროექტი გამოვა განსახილველად.

ასევე, მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით ავტომოყვარულების სფეროში ეს საკითხიც და მეორე საკითხიც, რომელიც შეეხება რეტრო მანქანებს, რეტრო ავტომობილებს. აქაც 40-დან 30 წლამდე დაიწევს ზღვარი საკანონმდებლო კუთხით – მათი განბაჟების მიმართებით. ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. ასევე, მინდა გამოვეხმაურო იმ დადებით გამოხმაურებებს, რომელიც მივიღეთ სხვადასხვა ავტომოყვარულთა საზოგადოებიდან თუ კლუბიდან“, – განაცხადა კირცხალიამ.

Post navigation

Previous: ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიშში ვერ ამოიკითხავთ ვერცერთ უარყოფით შეფასებას ოპოზიციის ამ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო
Next: ეკა სეფაშვილი: როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ვუთხარით, რომ ელენე ხოშტარია ციხეში არა რაიმე პოლიტიკური დევნის საფუძველზე, არამედ გირაოს გადაუხდელობოს გამო იჯდა, უნდა გენახათ მათი გაოცებული სახეები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.