Skip to content
19/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ლელო“ ცდილობს, თავი დაიხსნას საკონსტიტუციო სარჩელისგან და შესაბამისი პროცესისგან, ეს თავის დროზე, მოახერხა გახარიას პარტიამ, როდესაც შევიდა პარლამენტში, შესაძლოა, იგივე მცდელობა ჰქონდეს „ლელოსაც“, თუმცა, მეეჭვება, რომ მათ თავი დაიხსნან საკონსტიტუციო სარჩელისგან

მარშალ პრესი 16/03/2026
irakli kobakhidze

„ლელო“ ცდილობს, თავი დაიხსნას საკონსტიტუციო სარჩელისგან და შესაბამისი პროცესისგან. ეს თავის დროზე, მოახერხა გახარიას პარტიამ, როდესაც შევიდა პარლამენტში. შესაძლოა, იგივე მცდელობა ჰქონდეს „ლელოსაც“, თუმცა, მეეჭვება, რომ მათ თავი დაიხსნან საკონსტიტუციო სარჩელისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.

პრემიერის თქმით, „ნაცმოძრაობა“, „ახალი“ „ლელო“, გახარია, სინამდვილეში არიან ერთი ძალა და მათ აერთიანებთ ერთი საერთო რამ – ყველა მათგანი არის უბრალოდ, აგენტურა და ისინი გარე ძალების კარნახით მოქმედებენ ჩვენს ქვეყანაში.

„ლელო“ ცდილობს, თავი დაიხსნას საკონსტიტუციო სარჩელისგან და შესაბამისი პროცესისგან. ეს თავის დროზე, მოახერხა გახარიას პარტიამ, როდესაც შევიდა პარლამენტში. შესაძლოა, იგივე მცდელობა ჰქონდეს „ლელოსაც“, თუმცა, მეეჭვება, რომ მათ თავი დაიხსნან საკონსტიტუციო სარჩელისგან. ჩვენთვის ეს პარტიები არის აბსოლუტურად ერთიდაიგივე. „ნაცმოძრაობა“, „ახალი“ „ლელო“, გახარია, ყველა სხვა, ესენი სინამდვილეში არიან ერთი ძალა და მათ აერთიანებთ ერთი საერთო რამ – ყველა მათგანი არის უბრალოდ, აგენტურა და ისინი გარე ძალების კარნახით მოქმედებენ ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება ბოკერიას და მსგავსი ე.წ პოლიტიკოსების განცხადებებს, ასეთ განცხადებებს ისინი უკვე მრავალი წელია აკეთებენ, მათ უყვართ ბაქიბუქი და ვერ ელევიან ამ ყველაფერს, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ერთ შემთხვევაში მათი განცხადებები ვერ აღმოჩნდა წარმატებული. შეუძლიათ ილაპარაკონ, რაც უნდათ, საქართველო არის დემოკრატია და სისულელეების ლაპარაკიც შედის დემოკრატიის პრინციპის სივრცეში“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან და მისი გადახედვის არავითარი საფუძველი არ არსებობს
Next: ჩვენ როცა ვსაუბრობთ ხოლმე ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე, ეს ყველაფერი არის, მათ შორის, კომპეტენციაშიც გამოხატული, ასევე კეთილსინდისიერების დეფიციტში, არის კომპეტენციის კრიზისი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.