Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არჩილ გეგენავა – ჩვენი მიზანი, რომ ქეშბექი არსებობდეს, არ არის. ნეტ ფასზე გადასვლა ჩვენთვის არათუ პრობლემაა, პირიქით. გვესმის, ეს პირდაპირ ფასზე არ იმოქმედებს, თუმცა ჯაჭვში შემავალ არცერთ მხარეს ექნება იმის საშუალება, რომ სპეკულაციურად ილაპარაკოს

მარშალ პრესი 16/03/2026
archil gegenava

„ჩვენი პოლიტიკა არის, რომ რაც შეიძლება ეფექტურები ვიყოთ და ეფექტურობისკენ გვაქვს სწრაფვა. სოციალურ კალათაში შემავალ პროდუქტებზე თუ ვისაუბრებთ შემიძლია ვთქვა, რომ სულ შაქრის კატეგორიაში, ჩვენი ჯგუფის ფარგლებში ჯამურად, 4,6%-ია რაც გვაქვს მარჟა- განაცხადა „დეილი ჯგუფის“ ერთ-ერთმა თანადამფუძნებელმა, არჩილ გეგენავამ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.

გეგენავა მზაობას გამოთქვამს და მიესალმება ყველანაირ მიდგომას, რომელიც ორ მხარეს შორის დაარეგულირებს, მოაწესრიგებს და გამჭვირვალეს გახდის პროცესს.

„შეგვიძლია ამ „ქეშბექზე“ უსასრულოდ ვისაუბროთ, უბრალოდ ნამდვილად ფასწარმოქმნის ნაწილია. ჩვენი მიზანი ის, რომ “ქეშბექი” არსებობდეს, არ არის. ნეტ ფასზე გადასვლა ჩვენთვის არათუ პრობლემაა, პირიქით, გაამარტივებს. საბოლოო ჯამში ეს არაფერში გვჭირდება. ბუნებრივია გვესმის, რომ ეს პირდაპირ ფასზე არ იმოქმედებს, თუმცა გამჭვირვალობას გაამარტივებს, თვალნათლივ იქნება ყველაფერი, რომ ჯაჭვში შემავალ არცერთ მხარეს ექნება იმის საშუალება, რომ სპეკულაციურად რაღაცაზე ილაპარაკოს.
წლების განმავლობაში, დღეის ჩათვლით, უამრავ მომწოდებელთან გვაქვს მცდელობა, რომ საერთოდ უპირობო იყოს ჩვენი კონსიგნაცია, არაფერს იბრუნებდეს. ნებისმიერ რამეს, რომელიც ორ მხარეს შორის დაარეგულირებს, მოაწესრიგებს, გამჭვირვალეს გახდის პროცესს, ჩვენ ღია ვართ“- განაცხადა არჩილ გეგენავამ.

Post navigation

Previous: ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც მიხეილ ყაველაშვილის განცხადებების მიზანმიმართული, არასწორი ინტერპრეტირება ხდება
Next: „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში იქნებოდა სრული კოორდინაცია ადგილობრივ აგენტურასთან, ამაში ეჭვი არავის გვეპარება – ეს ჩანს იმ ტექსტიდანაც, რომელიც გამოქვეყნდა „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის სახით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.