Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპარლამენტარებმა რუკაზე ირანის იდენტიფიცირება ვერ შეძლეს. მსგავსი ფაქტი არა მხოლოდ კომპეტენციის დეფიციტზე მიუთითებს, არამედ აჩენს ფუნდამენტურ ეჭვს მათი პროფესიული სანდოობისა და პასუხისმგებლობის მიმართ საერთაშორისო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში

მარშალ პრესი 15/03/2026
levan nikoleishvili

ევროპარლამენტარები, რომლებიც ამზადებენ კრიტიკულ რეზოლუციებს, სულ ახლახან მოულოდნელად დაასანქცირეს ირანის მაღალჩინოსნები. როდესაც საკითხი დეტალურად განიხილეს და მათ ჰკითხეს, სად მდებარეობდა ირანი, აღმოჩნდა, რომ რუკაზე მისი იდენტიფიცირებაც კი ვერ შეძლეს – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”-ს წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში. ნიკოლეიშვილს ეჭვი შეაქვს მათ სანდოობაში და ამბობს, რომ თუ ადამიანები, რომლებსაც სხვების შეფასება და დასჯა ენდობა, ელემენტარულ გეოგრაფიულ ფაქტსაც კი ვერ ასრულებენ, ბუნებრივია, მათი რეზოლუციები და პოლიტიკური გადაწყვეტილებები ბევრად უფრო საეჭვო და დაუჯერებელი ხდება, ვიდრე სანდო. “ევროპარლამენტარები, რომლებიც ამზადებენ კრიტიკულ რეზოლუციებს, საჯაროდ აკრიტიკებენ და მსჯელობენ საქართველოს პოლიტიკურ ვითარებაზე და უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე, ასევე ხშირად ითხოვენ ბიძინა ივანიშვილის დასჯას.

სულ ახლახან მათ მოულოდნელად დაასანქცირეს ირანის მაღალჩინოსნები, მათ შორის -დიდი ალბათობით-უკვე გარდაცვლილი პირებიც. როდესაც საკითხი დეტალურად განიხილეს და მათ ჰკითხეს, სად მდებარეობდა ირანი, აღმოჩნდა, რომ რუკაზე მისი იდენტიფიცირებაც კი ვერ შეძლეს. მსგავსი ფაქტი არა მხოლოდ კომპეტენციის სერიოზულ დეფიციტზე მიუთითებს, არამედ აჩენს ფუნდამენტურ ეჭვს მათი პროფესიული სანდოობისა და პასუხისმგებლობის მიმართ საერთაშორისო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში. თუ ადამიანები, რომლებსაც სხვების შეფასება და დასჯა ენდობა, ელემენტარულ გეოგრაფიულ ფაქტსაც კი ვერ ასრულებენ, მაშინ ბუნებრივია, რომ მათი რეზოლუციები და პოლიტიკური გადაწყვეტილებები ბევრად უფრო საეჭვო და დაუჯერებელი ხდება, ვიდრე სანდო. ასეთი გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროპულ სტრუქტურებს, განსაკუთრებით ევროპარლამენტს, აშკარად სერიოზული ლპობის სუნი ასდის”- წერს ნიკოლეიშვილი.

Post navigation

Previous: ეს მოაზროვნე ემბრიონი იძახის, რომ ბიძინასთვის ისეთი მნიშვნელოვანია ე.წ. მოსკოვის მექანიზმის დასკვნა, რომ კობახიძესთან გამართა კონსულტაციები – ნამუსის ნატამალი რომ გააჩნდეს, ბიძინას სახელს საერთოდ არ უნდა ახსენებდეს
Next: ევროპარლამენტარებმა შეიძლება არც კი იცოდნენ, სად მდებარეობს ირანი, მაგრამ საოცარი „სიზუსტით“ საუბრობენ საქართველოს შიდა პოლიტიკაზე – მათი უვიცობა ადასტურებს, რომ განცხადებები და რეზოლუციები სხვების მითითებებს ეფუძნება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.