Skip to content
19/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს თავდაცვის ძალებში არტილერიის დღე აღინიშნა

მარშალ პრესი 15/03/2026
05

საქართველოს თავდაცვის ძალები 15 მარტს არტილერიის დღეს აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიებები ვაზიანის მე-5 და ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადების სამხედრო ბაზებზე ჩატარდა.
მე-5 საარტილერიო ბრიგადაში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე არტილერისტებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ მიულოცა. მე-6 საარტილერიო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს, ასევე სიტყვით მიმართა დასავლეთის სარდლობის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ. მათ თავდაცვის ძალებისთვის არტილერიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

არტილერიის დღეს, სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით -„გენერალი კვინიტაძე“, „სამშობლოსთვის თავდადებული“, „გიორგი ანწუხელიძე“ და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

საარტილერიო ბრიგადებმა სამხედროების ოჯახის წევრებსა და სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლეს. სტუმრებს სამხედრო ბაზებზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკის დათვალიერებისა და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის საშუალებაც ჰქონდათ.

Post navigation

Previous: მათ დაჰპირდნენ რეჟიმის შეცვლას, ახლა ბევრი ირანელი თავს მოტყუებულად გრძნობს – თეირანში შიშობენ, რომ საბოლოოდ დარჩებიან დანგრეულ ქვეყანაში, იმავე ავტოკრატ მმართველებთან, რომლებიც ომამდე მართავდნენ ქვეყანას
Next: დავით ჩიხელიძე გიგა ბოკერიას: ულტიმატუმებს შენ მდგომარეობაში მხოლოდ მასხარა თუ დააყენებს – ეგ სადაური დიალოგია, როცა ოპონენტს წინასწარ სთხოვენ დამარცხდი, თორემ არ დაგელაპარაკებიო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.