Skip to content
19/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს იცოდეთ, თქვენი სამშობლო არის აქ, საქართველოში და არა იქ, ბრიუსელში – შალვა პაპუაშვილი ნიკა ობოლაძეს

მარშალ პრესი 14/03/2026
shalva papuashvili

ეს უკვე შეცდომა აღარ არის, ეს არის განზრახვა, რომ თქვენ ქრონოლოგიებს ურევთ ერთმანეთში, თქვენ მიზეზს და შედეგს ერთმანეთისგან ურევთ და ანაცვლებთ, – ასე მიმართა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებელ პოლიტიკოსს ნიკა ობოლაძეს.

პაპუაშვილის თქმით, როგორც „იმედის“ შემთხვევაში ერთმანეთში აურიეს ზოგიერთებმა, რომ მსხვერპლი ჰგონიათ ბრიტანეთი და თავდამსხმელი „იმედი“.

„ეს უკვე შეცდომა აღარ არის, ეს არის განზრახვა, რომ თქვენ ქრონოლოგიებს ურევთ ერთმანეთში, თქვენ მიზეზს და შედეგს ერთმანეთისგან ურევთ და ანაცვლებთ. თქვენ თავდასხმას და თავდაცვას ერთმანეთში ურევთ. თქვენ მსხვერპლს და თავდამსხმელს ერთმანეთში ურევთ. როგორც „იმედის“ შემთხვევაში ერთმანეთში აურიეს ზოგიერთებმა, შეიძლება თქვენც ურევთ, რომ მსხვერპლი გგონიათ ბრიტანეთი და თავდამსხმელი „იმედი“, არადა სინამდვილეში სხვანაირად არის. ჩვენ არასდროს არავისთან მიმართებაში და მათ შორის, ევროპელი ბიუროკრატების თუ ბრიუსელთან მიმართებაში, არასდროს ვყოფილვართ ჩვენ ინიციატორი რაიმე, მათ შორის, რიტორიკული კონფლიქტისა.

ნებისმიერი ფაქტი ნახეთ, ეს არის ყოველთვის პასუხი. პასუხი იმაზე, რომ ეს თავხედობა თქვა, საქართველოში რუსეთი იმარჯვებს. ყოველთვის არის პასუხი, ეს იცოდეთ, თქვენი სამშობლო არის აქ, საქართველოში და არა იქ, ბრიუსელში და როდესაც თავს იცავს თქვენი ქვეყანა, უნდა იყოთ თქვენი ქვეყნის მხარეს და არა სხვის მხარეს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: დიმიტრი ხუნდაძე „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ცრუ ბრალდებებზე: ეს არც პირველია და არც უკანასკნელი. ჩემი ძალა კი სიმართლეშია, რომელსაც ბინძური ხელებით ნასროლი ტალახი ვერასოდეს დააზიანებს
Next: მათ დაჰპირდნენ რეჟიმის შეცვლას, ახლა ბევრი ირანელი თავს მოტყუებულად გრძნობს – თეირანში შიშობენ, რომ საბოლოოდ დარჩებიან დანგრეულ ქვეყანაში, იმავე ავტოკრატ მმართველებთან, რომლებიც ომამდე მართავდნენ ქვეყანას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.