Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ამ რეკომენდაციების პოლიტიკურ შემადგენელზე მეტყველებს ის, რომ ავტორი არის არა დამოუკიდებელი ექსპერტი, არამედ პოლონეთს მთავრობასთან ასოცირებული პირი

მარშალ პრესი 14/03/2026
dimitri khundadze

„სამწუხაროა, რომ პოლონეთის მთავრობა ბოლო პერიოდში არის ერთ-ერთი აქტიური დასავლურ ბიუროკრატიაში და ჩვენ გვახსოვს მისი მხრიდან არაერთი არამეგობრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა პოლონელი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე მომზადებულ ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე გააკეთა კომენტარი.

დიმიტრი ხუნდაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დოკუმენტი პოლიტიკური შინაარსის მატარებელია, მას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან, რაზეც მეტყველებს მისი ავტორის წარმომავლობა და კავშირები პოლონეთის მთავრობასთან, რომელიც საქართველოს მიმართ, ბოლო პერიოდში, არამეგობრულ დამოკიდებულებას იჩენს.

„ამ რეკომენდაციების პოლიტიკურ შემადგენელზე მეტყველებს ის, რომ ქალბატონი პატრიცია გჟებიკი, რომელიც არის მთავარი ავტორი ამ რეკომენდაციების მსგავსიშინაარსით ფორმულირების, არის არა დამოუკიდებელი ექსპერტი, არამედ პოლონეთს მთავრობასთან ასოცირებული, უშუალოდ საგარეო მიმართულებებით მომუშავე პირი. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ დოკუმენტი იყო წინასწარ დაწერილი და არა იმაზე, რომ ექსპერტმა საქართველოში ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში ყოფნისას შეძლო 200 გვერდიანი რეკომენდაციების შემოთავაზება.

სამწუხაროა, რომ პოლონეთის მთავრობა ბოლო პერიოდში არის ერთ-ერთი აქტიური დასავლურ ბიუროკრატიაში და მან არაერთხელ გამოავლინა არამეგობრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. მაგალითად, ისინი აქტიურად ლობირებდნენ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ძალადობრივი რეჟიმი შექმნა. ეს რეჟიმი საზოგადოებამ ჩამოიცილა. მაგრამ, სააკაშვილი პოლონეთის ხელისუფლებას, რატომღაც, ძალიან უყვარს.

ამ ქრონოლოგიის ერთ-ერთი შემადგენელი იყო ისიც, როდესაც პოლონელი ექსპერტი „ვივამედიდან“ წინდებით ეზიდებოდა ბიოლოგიურ მასალას, რათა დაემტკიცებინა ის, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო წამების მსხვერპლი, რაც რეალურად არ არსებობდა,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Post navigation

Previous: თბილისი თანდათან იმკვიდრებს თავს როგორც სამხრეთ კავკასიის მთავარი რეგიონული ჰაბი საერთაშორისო ფორუმების, ბიზნეს-სამიტებისათვის, რისი აღიარება ოპოზიციისთვის – პოლიტიკური სუიციდის ტოლფასია
Next: 14 წელია მთელი სანაცეთი ცდილობს, ჭორაობაზე დაფუძნებით შეთხზან ისტორია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქონება არალეგალური გზებით დააგროვა- ის ჩვენს სამშობლოში ფინანსურ მოგებას არ ნახულობს, მხოლოდ ქველმოქმედებითაა დაკავებული, რისი მასშტაბებიც უპრეცედენტოა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.