Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დროა, აქაურმა ზნედაცემულმა აგენტურამ და მათმა უცხოელმა პატრონებმა შეიგნონ, რომ ზეწოლისა და შანტაჟის პოლიტიკა საქართველოში ვერ მუშაობს

მარშალ პრესი 12/03/2026
levan nikoleishvili

მოსკოვის მექანიზმი წარმოადგენს საერთაშორისო პროცედურას, რომელიც გამოიყენება ადამიანის უფლებების შესაძლო სერიოზული დარღვევების შესასწავლად და შესაფასებლად. შესაბამისად, მის ფარგლებში განხორციელებული ვიზიტები და დასკვნები განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასა და ობიექტურობას მოითხოვს – ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი, ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმებას სთხოვენ.

მისი შეფასებით, ზეწოლისა და შანტაჟის პოლიტიკა საქართველოში შედეგს ვერ გამოიღებს და მსგავსი მცდელობები საზოგადოებას კიდევ უფრო აერთიანებს სახელმწიფოსა და ეროვნული ღირებულებების დაცვის საკითხში. „ მოსკოვის მექანიზმი წარმოადგენს საერთაშორისო პროცედურას, რომელიც გამოიყენება ადამიანის უფლებების შესაძლო სერიოზული დარღვევების შესასწავლად და შესაფასებლად.

შესაბამისად, მის ფარგლებში განხორციელებული ვიზიტები და დასკვნები განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასა და ობიექტურობას მოითხოვს. თუმცა, საქართველოში ჩამოსულმა ჯგუფმა საკუთარ შეფასებებში აღნიშნა, რომ ქვეყნის ადამიანის უფლებების მდგომარეობა გაუმჯობესდება იმ შემთხვევაში, თუ გაუქმდება „გამჭვირვალობის კანონი“, ასევე “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კანონი. ამ შეფასებამ ბუნებრივად რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა გააჩინა: მხოლოდ ქართულ საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს უფლება იცოდეს, ვინ და რა მიზნებით აფინანსებს არასამთვრობო ორგანიზაციებს საქართველოში? ოჯახის ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვა ლგბტ-ს იდეოლოგიური ან პროპაგანდისტული ზეწოლისგან დაცვა მნიშვნელოვანი არ არის? უმჯობესია, რომ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული შეფასებები ეფუძნებოდეს რეალურ გარემოებებსა და სამართლებრივ ანალიზს და არა წინასწარ ჩამოყალიბებულ, უცხოეთიდან ნაკარნახევ, გაუაზრებელ პოლიტიკურ ნარატივებს. დროა, აქაურმა ზნედაცემულმა აგენტურამ და მათმა უცხოელმა პატრონებმა შეიგნონ, რომ ზეწოლისა და შანტაჟის პოლიტიკა საქართველოში ვერ მუშაობს ყოველი ასეთი მცდელობა კი საზოგადოებას კიდევ უფრო აერთიანებს, რომელიც უკვე მერამდენედ მტკიცედ იცავს საკუთარ სახელმწიფოსა და მის ეროვნულ ღირებულებებს.“ – წერს ნიკოლეიშვილი.

Post navigation

Previous: გურამ მაჭარაშვილი: „ეუთო ოდირი“ ის ორგანიზაციაა, რომელიც ნაწილობრივ მაინც, ჯერ კიდევ სიმართლის მხარესაა
Next: იმავე ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც ე.წ მოსკოვის მექანიზმს უჭერენ მხარს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს დემარშს უცხადებდნენ, სააკაშვილს კლავთ ციხეშიო – გინდ მოსკოვის მექანიზმები მიიღონ და გინდ ბრიუსელის, ამ ქვეყანას ვეღარ მოაჯდებიან თავზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.